LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შშპ-ის თბილისში შეუფერხებელი გადადგილებისთვის 14 მილიონი ლარი დაიხარჯება

163

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მუნიციპალური შენობა-ნაგებობებისა და სივრცეების ადაპტირებისთვის სამ წელიწადში 14 მილიონი ლარი დაიხარჯება.

სივრცეების ადაპტირების სამწლიანი პროგრამის ფარგლებში, 315 მუნიციპალური შენობა-ნაგებობის ადაპტირება იგეგმება.

როგორც ”ფორტუნას” თბილისის მერიიდან აცნობეს, გეგმა ითვალისწინებს მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასველების, გზის სავალი ნაწილის, სარეკრეაციო ზონების, კულტურული და სპორტული დაწესებულებების, ბაგა-ბაღების და ადმინისტრაციული შენობების ხელმისაწვდომობას შშმ პირებისთვის.

ამასთან, „ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობის” პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერიამ ორი ადაპტირებული მიკროავტობუსი უკვე შეიძინა, რომელიც ოთხ საჯარო სკოლას მოემსახურება.

ახალი სერვისით ამ ეტაპზე 14 განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე ისარგებლებს. მიკროავტობუსების ტრანსპორტირებისა და ექსპლუატაციის ხარჯებს კი თბილისის მერია უზრუნველყოფს.

2016  წელს დაგეგმილია გეოგრაფიული არეალის გაზრდა და დამატებით 6 ადაპტირებული ტრანსპორტის შესყიდვა.

დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათა საერთაშორისო დღე აღინიშნება.

პოპულალურები