LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამი მალეკმა საცოლე მიატოვა და ემა ქორინთან რომანი დაადასტურა

197
რამი მალეკი

ფრედი მერკურის როლის შემსრულებელი, ოსკაროსანი რამი მალეკი ცოტა ხნის წინ დაშორდა რჩეულს, ლუი ბოინტონს, რომელსაც ჯერ კიდევ ოსკარებზე მარადიულ სიყვარულს ეფიცებოდა. მალევე გახდა ცნობილი, რომ მალეკი სერიალ „გვირგვინის“ ვარსკვლავს, ემა ქორინს ხვდებოდა, რომელმაც პრინცესა დაიანას როლის შესრულებისთვის „ოქროს გლობუსის“ პრიზი  მიიღო.

ცოტა ხნის წინ შეყვარებულები ქუჩაში სეირნობისას გადაიღეს, ამჯერად წყვილი „მიუ მიუს“ ჩვენებაზე გამოჩნდა, ხელიხელჩაკიდებული რამი და ემა საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდნენ. ემა დიდ ზომის პიჯაკსა და გეტრებში პოზირებდა, მალეკი კი, ნაცრისფერ პიჯაკში იყო გამოწყობილი.

„ფრედი მერკური“ „პრინცესა დაიანას“ გაუმიჯნურდა – რამი მალეკისა და ემა ქორინის რომანი დადასტურდა

ლეგენდარული კატრინ დენევი და ოსკაროსანი რამი მალეკი „კარტიეს“ ულამაზეს ფოტოსესიაში

მამაკაცის სმოკინგი და „პრადას“ მბზინავი ფეხსაცმელი –  პრინცესა დაიანას როლის შემსრულებელი ემა ქორინი ისევ მამაკაცის სამოსით გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები