LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაქვიაშვილი: ჩალაძის განცხადება თუ სერიოზულია და „ნაციონალური მოძრაობიდან“ არავინ გაემიჯნა, მაშინ ეს ყოვლად დაუშვებელი განცხადებაა

167
დწადწადაწ

ეს თუ მართლა სერიოზულად ნათქვამია და არავინ გაემიჯნა, მაშინ ყოვლად დაუშვებელი განცხადებაა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა გიორგი ჩალაძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

რაქვიაშვილმა ასევე თქვა, რომ ჩალაძის განცხადება სერიოზულად არ მიაჩნია.

ჩალაძე: თუ არ უნდათ, ქუჩაში ომი მიიღონ, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად, ეს არის მუქარა

„არ მგონია, რომ გიორგი ჩალაძის განცხადება მართლა სერიოზული განცხადება იყო. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნები ჩაატარეს, რომელზეც თქვეს, დემოკრატიის სტანდარტიაო და ფარსი იყო; მერე მიხეილ სააკაშვილს გამოვუშვებთო და კომიკური რაღაც დააანონსეს, შტაბებს გავხსნითო. თურმე შტაბები აკლდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. ბრიუსელშიც გავხსნით შტაბსო, თუ რაღაც ასეთიც თქვეს. ეს ყველაფერი იმდენად კომიკურად გამოჩნდა, რომ ახლა რაღაცნაირად ცდილობენ, ლეგიტიმაცია მოიპოვონ და ასეთ უაზრო განცხადებებს აკეთებენ. სულ მცირე, ვიღაც ხომ მოიძებნება „ნაციონალურ მოძრაობაში“, ვინც იტყვის, ეს სისულელეაო, რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეთ ერთმანეთში? თუ ეს მართლა სერიოზულად ნათქვამია, სერიოზული განცხადებაა და არავინ გაემიჯნა, მაშინ ეს ყოვლად დაუშვებელი განცხადებაა“, – განაცხადა რაქვიაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g