LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ამბობენ მეუფეები „კარტოგრაფების საქმეზე“: ვინ იხდის ბოდიშს და ვის სჯერა გამოძიების

759
meufeebi

საქართველოს საპატრიარქომ შესაძლოა უახლოეს მომავალში დავით გარეჯის საკითხზე სინოdის სხდომა ჩანიშნოს.

ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსის, მეუფე მიქაელის განცხადებით, სინოდის სხდომა მაშინ გაიმართება, როცა „ღმერთი ინებებს“.

„სინოდი აუცილებლად შეიკრიბება. რა შეკითხვაც დაისმება, ყველაფერს გაეცემა პასუხი. გამოძიება ხომ მიმდინარეობს და ჩემი აზრით, ყველაფერი კარგად იქნება. ღმერთი როცა ინებებს, აუცილებლად იქნება სინოდი“, – აღნიშნა მეუფე მიქაელმა.  

ე. წ. „კარტოგრაფების საქმეზე“ მეუფეებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსი მელქისედეკი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ ის აზერბაიჯანთან საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილ წევრებს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბოდიშს უხდის.

მელქისედეკი ამბობს,  რომ  ვერ გაიგო თუ რაში ადანაშაულებენ კომისიის ყოფილ წევრებს.

“სამწუხაროდ, მე, როგორც წმინდა სინოდის წევრმა, არაფერი არ ვიცი, რა ხდება დავით გარეჯასთან დაკავშირებით, მაგრამ რასაც ტელევიზიით ვუყურებ და ვადევნებ თვალს, ვერ გავიგე, რაში ადანაშაულებენ ამ ორ ადამიანს. როცა მოვისმინე ამ ორი ადამიანის დამოკიდებულება, როდესაც თქვეს, „ველოდებით, გაიხსნება კარი და ბოდიშს მოგვიხდიანო“. მე მართლა ბოდიშს ვუხდი ამ ორ ადამიანს ასეთი დამოკიდებულების გამო, მე ვერ გავერკვიე რა ხდება”, – განაცხადა მელქისედეკმა.

მეუფეს თქმით, მისთვის მიუღებელია, როდესაც წმინდა სინოდის წევრმა არ იცის რა ხდება გარეჯასთან დაკავშირებით, თემაზე კი საქართველოს ეკლესიის რიგითი მღვდელი საუბრობს.

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი კი ამბობს, რომ მისთვის გაუმართლებელია ჟურნალისტების მხრიდან დაკავებული კარტოგრაფების დადანაშაულება ღალატში, თუმცა, ამასთან ამბობს, რომ სახელმწიფო ბრალდებას ენდობა.

მიტროპოლიტს არ დაუკონკრეტებია თუ რომელ ჟურნალისტურ გამოძიებას გულისხმობს.

“როდესაც ადამიანი პატიმრობაშია, ეს ნიშნავს, რომ ლაპარაკია კრიმინალურ დანაშაულზე. უნდა გავყოთ კრიმინალური და ე.წ. ჟურნალისტური გამოძიება. თქვენ, ჟურნალისტებს არავითარი წვდომა ნამდვილ ინფორმაციაზე არ შეიძლება გქონდეთ. მე ვამბობ, რომ ინფორმაცია, რომელსაც ფლობს საგამოძიებო, ეს ვერ იქნება საჯარო. როდესაც ადამიანს სახელმწიფო ღალატში სდებთ ბრალს, სახელმწიფო ღალატში, მე მიმაჩნია ეს სრულებით გაუმართლებლად.

პროკურატურას, რა თქმა უნდა, გამოვუცხადებ ნდობას, მაგრამ მათგან ვერ გვექნება ინფორმაცია, სანამ ძიება არ დასრულდება”, – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

ცურტაველმა მიტროპოლიტმა ვახტანგმა კი განაცხადა, რომ არ შეიძლება, გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფები “ასე გავწიროთ”, “ვიღაცების გაუაზრებელი მითითებებით”.

“ის ხალხი ქვეყანას ემსახურებოდა და არ შეიძლება, ასე გავწიროთ, ვიღაცების ასე გაუაზრებელი მითითებებით, თუ რას აკეთებენ, არ ვიცი. არ ვიცი, ვინ მიიყვანა ეს ხალხი ასეთ ზომამდე. ჯერ არაა გადაწყვეტილი ეს საკითხი და რატომ ღელავს ეს ხალხი, არ ვიცი. შეიძლება იყოს კიდეც პოლიტიკური კონტექსტი”, – თქვა მიტროპოლიტმა.

 

დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ 7 ოქტომბერს დააკავა.

magti 5g