LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ჰყვება თვითმხილველი, რომელიც ავტობუსში დაჭრის ფაქტს შეესწრო – „ბიჭმა 65 წლის კაცს მიუთითა, რომ მისი ზურგჩანთა უხეშად ეხებოდა მცირეწლოვანს“ 

1674
dachraaa

ჭავჭავაძის გამზირზე, N359 ავტობუსში მგზავრმა მგზავრი დაჭრა. თვითმხილველების ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 65 წლის მამაკაცმა ახალგაზრდა მამაკაცის მისამართით იარაღიდან ორჯერ გაისროლა.

თვითმხილველი, რომელიც ფაქტს შეესწრო მომხდარის შესახებ facebook-ის პირად გვერდზე წერს. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„საზოგადოებრივ ტრანსპორტში 65 წლის მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოქალაქეს ორჯერ ესროლა. სიტყვიერი დაპირისპირება შენიშვნის ნიადაგზე დაიწყო, როცა ახალგაზრდა ბიჭმა 65 წლის კაცს მიუთითა, რომ მისი ზურგჩანთა უხეშად ეხებოდა მცირეწლოვანს.

კაცმა ბოდიში მოიხადა, თუმცა ახალგაზრდა ბიჭი არ შეეშვა.

დაპირისპირება 15-20 წუთი გაგრძელდა, რის შემდეგაც 65 წლის ოთხჯერ ნასამართლევმა (მისივე თქმით) კაცმა ორჯერ ესროლა ახალგაზრდა ბიჭს.

პოლიცია ავტობუსის გაჩერებიდან 6-7 წუთში მივიდა დანაშაულის ადგილზე, ხოლო ადამიანი, რომელმაც მიზანმიმართულად ორჯერ გაისროლა მეორე ადამიანის მისამართით ადგილიდან მშვიდად და აუღელვებლად მიიმალა“, – წერს facebook მომხმარებელი ანა ქართლელიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები