მზიკო კალანდაძე ლევან დობორჯგინიძესთან თავის პირველ შეხვედრას იხსენებს კინო „ამირანში“, სადაც წლების წინ მუშაობდა და ემშვიდობება 41 წლის მსახიობს, რომელიც დღეს გარდაიცვალა…
„ამბავი, რომელსაც გავიხსენებ ახლა, ასე სევდიანი თუ იქნებოდა, არ მეგონა…
წლების წინ, კინო „ამირანში“ ვმუშაობდი და იქ 10 წელი ვიმუშავე, ფაქტობრივად, იქ გავიზარდე … კორომ (ლევან კორინთელმა) ერთ დღეს ლევან თუთბერიძესთან ერთად გადაწყვიტა, რომ საუკეთესო გუნდი შეეკრიბა და გადაეღოთ კარგი ქართული კინო. გადაწყდა, რომ აკა მორჩილაძის წიგნის „გასეირნება ყარაბაღში“ ეკრანიზაცია გაეკეთებინათ. ოპერატორად ჩემთვის საოცარი გიორგი ბერიძე მუშაობდა, მსახიობების კასტინგი რომ იყო, ამბობდნენ, ძალიან მაგარი კასტი შეიკრიბაო… დაიწყო გადაღებები. ერთ საღამოს. ტრადიციულად. როცა კინოში მოვიდნენ. კაფეში ისხდნენ ყველანი და არასოდეს. ალბათ არასდროს დამავიწყდება. როგორ გავიცანი იაშკა, დათო იაშვილი და დობო, ეს საოცარი ლევან დობორჯგინიძე, ერთად გავიცანი და მანამდე ვიყავი აღფრთოვანებული, სანამ სრულიად ერი ნახავდა ამ ფილმს… ფილმის ისტორია, ალბათ, ყველას გახსოვთ. დაუსრულებელი რიგები სალაროსთან, ყველა სეანსზე გაყიდული ყველა ბილეთი, მიშას სუპერ არტისტულობა როლშიც და როლს გარეთ, ნინო კასრაძის უსათნოესი ხასიათი, ნუცა კუხიანიძე მისი უბრალოებით და სრულიად შერყეული მთელი მაყურებელი ლევანით (ფილმში,გიოთი)… წარმოუდგენელი რამ ხდებოდა და ეს ყველაფერი ჩემი თვალით მაქვს ნანახი… მაყურებელი ერთი და იმავე ფილმზე რამდენიმეჯერ მოდიოდა. მიშა და ლევანი სულ კინოში იყვნენ. მე პირადად ალბათ ასობით ფოტო მაქვს გადაღებული მაყურებლების ფოტოაპარატებით – მთხოვდნენ, შეგიძლიათ ფოტო გადაგვიღოთო? ის ამბავია, გადამღები რომ არ გყავს და ვიღაცას რომ სთხოვ. არასდროს დამავიწყდება დღეებიმ როცა ლევანი ჩვენთან იჯდა. სულ მაოცებდა მისი ეს უკიდეგანო მორიდებულობა და სიმშვიდე… როცა იცი, რომ ყველას უყვარხარ და ასეთი მორიდებით ხარ, მეტიც, გიკვირს, რატომ ხდება ასეთი ამბავი. მე ბევრი შემიძლია მოვიგონო, მაგრამ წარმოუდგენელია, რომ ის უკვე აღარ არის.. ის უკვე წარსული გახდა… წლების განმავლობაში როცა ვკითხულობდი სად წავიდა-მეთქი, მივწერე კიდეც და თავისთვის იყო,ჩუმად…
იქნებ, ამ პოსტსაც არეულად ვწერ, რადგან მართლა მთელი გულით ვიტირე ამ ამბავზე. ვიტირე ბიჭზე, რომელიც ასე თავისთვის ჩუმად იყო…
თუ იმიერში არსებობს კინო, მჯერა რომ კორო, გიორგი ბერიძე, დათო იაშვილი და უკვე დობო ერთმანეთს შეხვდებიან და ეს ის ხალხია, რომლებიც ერთად არ მოიწყენენ…
მშვიდობით, ლევან!..“
„რა მწარე ხარ!.. ჯოჯოხეთია ეს ყველაფერი!“ – მსახიობი ლევან დობორჯგინიძე გარდაიცვალა