მართალია, პრემიერლიგის გუშინდელ შეხვედრაში „ლესტერმა“ შინ ქულები დაკარგა, თუმცა ის მაინც რჩება პირველ ადგილზე და მშვენიერ შანსს ინარჩუნებს მოაწყოს საუკუნის უდიდესი სენსაცია. „ლესტერის“ ჩემპიონობას ხალხი ალბათ მას შემდეგაც არ დაიჯერებს, ჩემპიონი რომ (თუ) გახდება და რა გასაკვირია, რომ ამის არავის სჯეროდა სეზონის მსვლელობისას. ყველას ეგონა, რომ ეს-ესაა „მელიები“ სოროში შეძრომას დაიწყებდნენ, თუმცა დრო გადიოდა, ტური ტურს ემატებოდა, „ლესტერი“ კი სულ მაღლა და მაღლა მიიწევდა.
აი რას ამბობდა ხალხი იმ შემთხვევისთვის, თუ „ლესტერი“ პირველზე გავიდოდა: ისინი ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ და ეგონათ, რომ სიტყვის შესრულება არ მოუწევდათ. ახლა კი ალბათ სიმწრისგან თითებს იკვნეტენ, ზოგიერთს ისეთი პირობის შესრულება მოუწევს.
21 ნოემბერი
მე-13 ტურში ცეცხლი პირველად დაინთო. „ლესტერი“ სატურნირო ცხრილში პირველია.
„თუ „ლესტერი“ პრემიერლიგას მოიგებს“, ჩენ მანქანას პირველ შემხვედრ უსახლკაროს მივცემ“.
19 დეკემბერი. მე-17ტური
„ლესტერი“ არსენალს“ 2 ქულით უსწრებს.
თუ „ლესტერი“ პრემიერლიგას მოიგებს, ფეხის დიდ თითს მოვიჭრი და შევჭამ.
„თუ „ლესტერი“ ჩემპიონობას მოიგებს, ინგლისიდან ავიბარგები და ბრატისლავაში გადავალ“.
„თუ „ლესტერი“ მოიგებს პრემიერლიგას, უკანალზე გარი ლინეკერის ტატუს გავიკეთებ“.
25 დეკემბერი
„ლივერპულთან“ მატჩამდე ერთი დღით ადრე, „ლესტერის“ ლეგენდამ გარი ლინეკერმა გუნდი გაამხნევა. ინგლისელთა ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ბომბარდირმა პირობა დადო, რომ სატელევიზიო შოუს ტრუსებში წაიყვანდა. 11 აპრილს, ლინეკერმა პირობა გაიმეორა: „სიტყვას შევასრულებ. რა თქმა, როდესაც ამას ვწერდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ასე არ მოხდებოდა“.
3 თებერვალი
„ლესტერი“ „სიტის“ სამი ქულით უსწრებს.
„თუ „ლესტერი“ ტიტულს მოიგებს, ყველაფერს გადავიპარსავ, რაც დარჩა ჩემი თმისგან“.
„თუ „ლესტერი“ პრემიერლიგას მოიგებს, მთელ ქალაქში შიშველი ვირბენ“.
5 თებერვალი
„ლესტერი“ იმ მომენტისთვის მთავარ კონკურენტ „სიტისთან“ თამაშისთვის ემზადება.
„პირობას ვდებ, რომ ყველას 5 დოლარს მივცემ ჩემი კონტაქტ-ლისტიდან, თუ „ლესტერი“ ჩემპიონი გახდა. ვფიცავ, ამას გავაკეთებ“.
6 თებერვალი
„ლესტერმა“ „ეტიჰადზე“ მოიგო და სხვაობა 5 ქულამდე გაზარდა.
„მე მივიღებ ბუდიზმს, თუ „ლესტერი“ ჩემპიონი გახდა“.
„თუ „ლესტერი“ პრემიერლიგას მოიგებს, მთელი წელი გავიზრდი წვერს“.
„თუ „ლესტერი“ მოიგებს ჩემპიონობას, თეძოზე ჯეიმი ვარდის ტატუს გავიკეთებ“.
11 თებერვალი
„ბევრი წერს ტვიტერში ამის თაობაზე. თუ „ლესტერი“ გახდა ჩემპიონი, თავზე ათობით კვერცხს დავიხლი და ამას ვიდეოზე გადავიღებ“.
14 თბერვალი
კლუბის მფლობელი ვიშაი შრივადანაპრაბხა ფეხბურთელებს ლას-ვეგასში დასვენებას დაპირდა. ბიზნესმენი ბიჭებს კაზინოში სათამაშოდ 1.3 მილიონ ევროს გამოუყოფს.
22 თებერვალი
„თუ „ლესტერი“ პრემიერლიგას მოიგებს, მეორე გვარს გადავიკეთებ და ვარდი გავხდები“.
29 თბერვალი
„ლესტერი“ ისევ პირველზეა და „ტოტენჰემს“ 2 ქულით უსწრებს.
„თუ „ლესტერი“ გახდება ჩემპიონი, თეფშზე მოვისაქმებ, გავაცხელებ და ჩანგლით შევჭამ“.
19 მარტი
„ლესტერმა“ მორიგი თამაში მოიგო და „ტოტენჰემს“ 5 ქულით დაუსხლდა. მის ქომაგებს შორის ბრიტანული რეალითი-შოუს ვარსკვლავი სკოტი T-ც ჩაეწერა.
„თუ „ლესტერი“ მოიგებს პრემიერლიგას, ქალაქში მხოლოდ პერანგით ვივლი“.
4 აპრილი
„ლესტერი“ ოცნებას უახლოვდება. სხვაობა „ტოტენჰემთან“ უკვე შვიდი ქულაა. ჭკუიდან უკვე გოგონებიც გადადიან.
„თუ „ლესტერი“ პრემიერლიგას მოიგებს, ჩემ შვილს (2.5 წლის მაიკი) ერთი კვირით სკოლა-ინტერნატში ჩავაბარებ და თავდავიწყებით გართობას მივეცემი“.
6 აპრილი
ყველაზე მაგარი პირობა ქალაქის მერმა დადო.
„ჩვენ გვაქვს ადგილები, რომელიც გოლფისტების სახელს ატარებს, ასევე „ლინეკერ როუდი“. ეს საოცარი გუნდური მუშაობის შედეგია, ამიტომ ვარდი ვეილისთან ერთად დაგვჭირდება შმეიხელ სთრითი, დრინკუოტერ დრაივი და რანიერი როუდი“.
