LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ნიშნავს ცისარტყელას ფერები ლგბტ დროშაზე და როდის დაიწყეს უფლებებისთვის ბრძოლა სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებმა

717
seqsi

ცისარტყელა დროშა, ანუ  ლგბტ სიამაყის დროშა 1970 წლიდან ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერთა სიმბოლოა.

ფერები ლგბტ საზოგდოების მრავალფეროვნებას გამოხატავს.

სიამაყის დროშა კალიფორნიაში წარმოიშვა.

დიზაინი ეკუთვნის სან ფრანსისკოელ ხელოვანს გილბერტ ბეიკერს.

დროშის დიზაინმა რამდენჯერმე ცვლილება განიცადა.

2008 წლისთვის დროშამ ყველაზე გავრცელებული, 6-ზოლიანი ფორმა მიიღო წითელი, სტაფილოსფერი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი და ცისფერი ფერებით.

დროშაზე ფერთა ზოლები ჰორიზონტალურადაა.  თავში წითელი ფერია, ისე, როგორც ნამდვილ ცისარტყელაზე.

დროშა, რომელიც  ცისარტყელას ფერებშია, თავდაპირველად  ვარდისფერით იწყებოდა ჰქონდა, რაც სექსუალობას აღნიშნავდა.

დროშაში ფერებს შემდეგი დატვირთვა აქვს:

  • წითელი ნიშნავს ცხოვრებას,
  • ნარინჯისეფრი – სიჯანსაღეს,
  • ყვითელი – მზის სინათლეს,
  • მწვანე – ბუნებას, 
  • ცისფერი – ხელოვნებას, 
  • ლურჯი – ჰარმონიას
  • იასამნისფერი – სულიერებას. 

მოგვიანებით დროშას ვარდისფერი ჩამოშორდა და დიზაინიდან ცისფერსაც დაემშვიდობნენ.

ძალიან ცოტამ თუ იცის, რატომ ეწოდება ლგბტ თემის გამოსვლებს „პრაიდს“.

სიტყვა „პრაიდის“ დამკვიდრებაში დიდი როლი შეასრულეს ბისექსუალმა აქტივისტებმა – ბრენდა ჰოვარდმა, რობერტ მარტინმა და გეი აქტივისტმა, კრეგ შუნმაიკერმა.

„უამრავი ადამიანი ორიენტაციის გამო თავს ცუდად გრძნობდა.

ისინი კონფლიქტში იყვნენ როგორც საკუთარ თავთან, ისე გარშემომყოფებთან. არ იცოდნენ როგორ ეთქვათ ეს ყველაფერი ხმამაღლა და როგორ დაებრუნებინათ საკუთარი თავის რწმენა. ეს მოძრაობა იყო მიმართული იმისკენ, რომ ადამიანები მიმხვდარიყვნენ, რომ მათ შეეძლოთ ეამაყათ საკუთარი თავით“.- განაცხადა შუნმაიკერმა.

 

 

სწორედ ამიტომ ეწოდათ მათ დემონსტრაციებს პრაიდი, რაც სიამაყეს ნიშნავს.

1969 წლის სთოუნვოლის ჯანყის პატივსაცემად ლგბტქ+ პრაიდის ყოველწლიური აღსანიშნავად შეირჩა ივნისის თვე, რომელსაც ყველა ქვეყანა სხვადასხვა დღეს აღნიშნავს.

ცნობისთვის, 1969 წელს პოლიციამ სთოუნ კლუბის გეიბარი დაარბია. დარბევას „სთოუნვოლის ჯანყი“ მოჰყვა, რომელიც 1969 წლის 28 ივ­ნისს ნიუ – იორკში  და­ი­წყო.

ამ დროს შე­ტა­კე­ბე­ბი დაიწყო პო­ლი­ცი­ე­ლებ­სა ლგბტქ თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის. ბევ­რი ამბობს, რომ სა­ნამ პო­ლი­ცია ბარ­ში შე­იჭ­რე­ბო­და, პო­ლი­ცი­ელ­თა მი­სა­მარ­თით პირ­ვე­ლი აგუ­რი, ან შუშა ტრანსგენ­დერ­მა აქ­ტი­ვის­ტმა, მარ­შა ჯონ­სონ­მა ის­რო­ლა, რა­მაც არე­უ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვია, თუმ­ცა ეს არ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლა.

იმ პერიოდში აშშ-ში ჰეტეროსექსუალის გარდა აბსოლუტურად ნებისმიერი ორიენტაცია ფსიქიკურ აშლილობად მიიჩნეოდა.

შევიწროებას მიჩვეულებმა პირველად ამოიღეს ხმა და საკუთარი უფლებებისთვის დაიწყეს ბრძოლა.

 

 

ამის შემდეგ ბევრ ქვეყანაში გაჩნდა ლგბტ მოძრაობის დაცვის მოძრაობები.

ნიდერლანდები იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ერთი სქესის ქორწინება დაუშვა. ეს 2001 წელს მოხდა.

2017 წლის მონაცემებით ნიდერლანდებს შეუერთდა შემდეგი ქვეყნები.

  • შვედეთი,
  • არგენტინა,
  • ბელგია,
  • კანადა,
  • ისლანდია,
  • ირლანდია,
  • ნორვეგია,
  • სამხრეთ აფრიკა,
  • ესპანეთი,
  • პორტუგალია,
  • დანია,
  • ურუგვაი,
  • ბრაზილია,
  • საფრანგეთი,
  • კოლუმბია,
  • ახალი ზელანდია,
  • მექსიკა,
  • გაერთიანებული სამეფო,
  • აშშ,
  • გერმანია. 

ლგბტ იშიფრება – ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები