LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას პროგნოზირებენ მსოფლიო ბანკში საქართველოზე: “ჯერჯერობით ნაადრევია ეკონომიკურ ზრდაზე საუბარი”

125
ipiccy_image

ჩვენ ვაწარმოებთ ანალიტიკურ სამუშაოს, უზრუნველვყოფთ ფინანსურ მხარდაჭერას საჭიროების შემთხვევაში და მზად ვართ, გავუწიოთ ნებისმიერი დახმარება საქართველოს ამ რთულ პერიოდში, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა განაცხადა. მისი თქმით, მსოფლიო ბანკი დროულ ანალიტიკურ მხარდაჭერას უწევს საქართველოს.

„ჩვენ მხარდაჭერას ვუწევდით, როგორც ფინანსთა სამინისტროს, ასევე საქართველოს ეროვნულ ბანკს, ვაანალიზებდით უკრაინაში მიმდინარე ომისა და ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის გავლენას, ასევე თუ როგორი გავლენა ექნება მას საქართველოს ეკონომიკაზე. ვიცით, რომ ამას გავლენა ექნება სავაჭრო არხებზე და ასევე ინფლაციაზე. დამატებით შევთავაზეთ ჩვენი მხარდაჭერა ფინანსირებისთვის, თუ ეს საჭირო იქნება. მსოფლიო ბანკი ხანგრძლივი პარტნიორია საქართველოსი, 30 წელია, კვლავაც გავაგრძელებთ ვიყოთ მტკიცე პარტნიორები საქართველოსთვის ამ რთულ დროს“, – განაცხადა მოლინეუსმა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია ეკონომიკურ ზრდაზე საუბარი. „ნამდვილად ჩვენი პროგნოზები არის, რომ საქართველოს ზრდა 5.5%-დან 2.2%-ზე დაეცემა. ვფიქრობ პირველი სამი თვე შედარებით მტკიცე იყო, მომდევნო თვე კრიტიკული იქნება, შემდეგ, ვფიქრობ, გაცილებით უკეთესი მდგომარეობა იქნება, რათა შევაფასოთ, როგორი იქნება რეალური ზრდა საქართველოსთვის ამ წელს“, – განაცხადა მოლინეუსმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g