LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას საქმიანობს სააკაშვილის ძმისშვილი, რომლის სილამაზემ სოციალური ქსელი აალაპარაკა

15618
Untitled design (94)

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში მისმა ძმისშვილმა ელენე სააკაშვილმა მოინახულა.

„მიხარია, რომ მოვახერხე ბიძაჩემის მონახულება, მხნედ არის“,- განაცხადა პენიტენციურ დაწესებულებასთან ელენე სააკაშვილმა.

ელენეს განცხადების შემდეგ ბევრი კითხვა გაჩნდა სოციალურ ქსელში. ბევრს აინტერესებდა, ვინ არის და რას საქმიანობს პრეზიდენტის ძმისშვილი. ბევრი ელენე სააკაშვილის გარეგნობამ მოხიბლა. წერდნენ, რომ ულამაზესი გოგოა.

შევეცადეთ, ელენე სააკაშვილზე ინფორმაცია მოგვეძიებინა.

მიხეილ სააკაშვილის ორი ძმა ჰყავს, დავითი და გიორგი, რომლებიც ნიკოლოზ სააკაშვილს მეორე ქორწინებიდან შეეძინა.

გიული ალასანიასთან განქორწინების შემდეგ, ექსპრეზიდენტის მამა მეორედ სვეტლანა სააკაშვილზე დაქორწინდა.

ელენე დავითის უფროსი ქალიშვილია, მას კიდევ ორი და – ანასტასია და ნინია ჰყავს.

 

დავით სააკაშვილი შვილებთან ერთად

 

ელე­ნე სა­ა­კაშ­ვი­ლი და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და თბი­ლის­ში. შემ­დე­გ წა­ვი­და აშშ-ში, სა­დაც ჯორჯ ვა­შინგტო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პო­ლი­ტი­კის მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და.

ამ­ჟა­მად, ერთ-ერთ კვლე­ვით ცენ­ტრ Atlas Network-ის თა­ნამშ­რო­მე­ლია, სა­დაც კომ­პა­ნი­ის გან­ვი­თა­რე­ბის მე­ნე­ჯე­რად მუ­შა­ობს.

Atlas Network არის ამე­რი­კუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ატა­რებს კვლე­ვებს, უზ­რუნ­ველ­ყოფს გრან­ტებ­სა და ტრე­ნინ­გებს მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ლი­ბერ­ტა­რი­ა­ნუ­ლი ჯგუ­ფე­ბის­თვის.

ელენეს და ანასტასია ასევე წარმატებული გოგოა. თბილისში კერძო სკოლის დამთავრების შემდეგ პარიზში აგრძელებს სწავლას.

 

ელენე და ანასტასია სააკაშვილები დედასთან ერთად

 

„Brown University -ის სტუდენტი გახდა. ამაზე ამაყი არასდროს ვყოფილვარ. გილოცავ ამ დამსახურებულ წარმატებას ჩემო ვარსკვლავო!“, -წერდა გასული წლის დეკემბერში ელენე სააკაშვილი.

ამ ამბით გახარებული იყო მიხეილ სააკაშვილის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში წერდა:

„დღეს ვარ ამაყი როგორც არასდროს. ნიჭი, შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა ნამდვილად არ იკარგება. ჩემი შვილიშვილი ანასტასია ჩაირიცხა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში, მამაჩემის პროფესორ მიხეილ სააკაშვილის გენი გრძელდება, ყველა ჩემ შვილიშვილს ვუსურვებ წინსვლას და დიდ წარმატებებს“.

 

ნიკოლოზ სააკაშვილი ელენესთან და ანასტასიასთან ერთად

 

ელენე სააკაშვილის ფეისბუქიდან ასევე ცნობილი ხდება, რომ მას კარგი ურთიერთობა აქვს ყოფილ პირველ ლედისთან სანდრა რულოვსთან. მასთან ერთად ელენეს სურათები აშშ-ში, კერძოდ ვაშინგტონში აქვს გადაღებული.