LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხარია, რომ ბიძაჩემის ნახვა მოვახერხე, ძალიან მხნედ არის: ელენე სააკაშვილი

1824
elene-saakashvili

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ძმისშვილმა, ელენე სააკაშვილმა რუსთავის ციხეში მოინახულა.

„პირველ რიგში, ძალიან მიხარია, რომ ბიძაჩემის ნახვა მოვახერხე, დაკავების შემდეგ პირველად შევედი. ვაშინგტონიდან ცოტა ხნის წინ ჩამოვედი. მას ამერიკაში ბევრი მეგობარი ჰყავს და მინდოდა, ბევრი მოკითხვის პირადად გადაცემა. ძალიან საინტერესო და თბილი შეხვედრა გვქონდა, ვისაუბრეთ სხვადასხვა თემაზე – გეოპოლიტიკურ თუ შიდაპოლიტიკურ საკითხებზე. ძალიან მხნედ არის. ოჯახს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყველაზე მეტად გვადარდებს. იმედი მაქვს, ექიმი შესვლას და გასინჯვას მოახერხებს. როგორც მითხრა, დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში მასთან არავინ ყოფილა შესული და ადეკვატური დიაგნოსტიკა არ მომხდარა. მედიაზე გვქონდა საუბარი, ძალიან დიდი მადლობელია თქვენი (ჟურნალისტების) და ფიქრობს, რომ თქვენ რომ არა, ეს ქვეყანა კიდევ უფრო დიდ სიბნელეში იქნებოდა. მომეჩვენა, რომ დღეს ნორმალურ მდგომარეობაში იყო და მისი ასე ნახვა ძალიან გამეხარდა“,- განაცხადა ელენე სააკაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები