LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ველოდებით საქართველოში? ორი ვირუსის ცირკულირება გვექნება: ზაზა წერეთელი

288
BeFunky-collage

“გვიან შემოდგომაზე საქართველოში ორი ვირუსის – “კოვიდ-19″-ისა და გრიპის ცირკულირება მოხდება, რომელიც სიტუაციას გაართულებს”- ამის შესახებ „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ კომისიების წევრმა, ზაზა წერეთელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი განმარტებით, ორივე ვირუსის ერთ პაციენტზე დადგენის შემთხვევაში, დაავადება შესაძლოა სხვანაირად წარიმართოს.

“რას შეიძლება, ველოდოთ საქართველოში? აქ რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი. პირველი ის, რომ ოქტომბრის ბოლოდან ნოემბრის დასაწყისიდან ველოდებით გრიპის ვირუსს, შესაბამისად, გვექნება – გრიპის ვირუსისა და კოვიდვირუსის ცირკულირება. ცხადია ეს გაართულებს სიტუაციას.

თუ ეს ორივე ვირუსი შეხვდა ადამიანს, დაავადება შესაძლოა, სხვანაირად წარიმართოს. მეორე – ამ ორი დაავადების სიმპტომები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. შესაბამისად, ბევრმა გრიპის სიმპტომიანმა შეიძლება მიმართოს ჯანდაცვის სისტემას და ეს სისტემის დატვირთვას გამოიწვევს. ამიტომ, აქ ორი მომენტია მნიშვნელოვანი: პირველი – ჩვენი მოქალაქეების თვითშეგნება – ის, თუ როგორ დავიცავთ იმ რეკომენდაციებს, რომელიც ცნობილია.

ამასთან, ჯანდაცვის სისტემაც მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ პაცინეტების მზარდი რაოდენობა მიიღოს. აუცილებელია, ვიცოდეთ, როგორ მდგომაროებაშია პირველადი ჯანდაცვა და ჰოსპიტალური სექტორი” – განაცხადა წერეთელმა.

კორონავირუსი გამოჯანმრთელებული ადამიანის ორგანიზმში კვალს ტოვებს: როდის იქნება ვაქცინა

ამასთან, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩევლი ქართველი ეპიდემიოლოგების მუშაობით კმაყოფილია და განმარტავს, რომ აღნიშნული სამსახურის გარეშე ქვეყანაში უფრო რთული მდგომარეობა დაფიქსირდებოდა.

ზაზა წერეთელმა ასევე ისაუბრა ეპიდემიოლოგთა ჯგუფის საჭიროებასა და მათი რაოდენობის გაზრდაზე.

“არის კიდევ მესამე- ეპიდემიოლოგების რგოლი. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ საქართველოს ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა ფანტასტიური სამუშაო ჩაატარა. ეს სამსახური რომ არა, შეიძლება, შედეგები გაცილებით რთული ყოფილიყო. ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა დროულად და სწრაფად მოახერხა კონტაქტების გამოვლენა და პოვნაც.

ახლა ასეთი მომენტია – როცა შემთხვევბის რაოდენობის ზრდა დაიწყება, ჩვენ უფრო და უფრო მეტი ეპიდემიოლოგი დაგვჭირდება , რადგან კონტაქტების რაოდენობა გაიზრდება. აქ კითხვის ნიშანია, არ ვიცი, როგორი მდგომარეობაა საქართველოში. ბევრ ქვეყანაში სპეციალურად დაიქირავეს მოხალისეები მაისი-ივნისი-ივლისში, როცა შემთხვევების რაოდენობა ნაკლები იყო.

მოხალისეები გადაამზადეს, რათა ისინი მიეხმარონ ეპიდემიოლოგებს კონტაქტების გამოვლენაში. ბევრმა ქვეყანამ ახალი ტექნოლოგიების გამოყენება დაიწყო, კერძოდ, მობილურ ტელეფონებზე სპეციალური აპლიკაციების ჩამოტვირთვა, რომლის მეშვეობითაც დაადგენთ, ხართ თუ არა კონტაქტში იმ პირთან, რომელიც ინფიცირებულია. საქართველოშიც გამოცხადდა ამ პროგრამის შესახებ, მაგრამ რამდენმა ადამიანმა ჩამოტვირთა, ამაზე ინფორმაცია არ ყოფილა.
რომ შევაჯამოთ, ეს მთელი კომპლექტია: ჰოსპიტალური სექტორი , გვაქვს თუ არა საკმარისი საწოლი; ჩვენი, თითოეული ადამიანის თვითშეგნებაა, ვიცავთ თუ არა წესებს და გვყავს თუ არა საკმარისად მომზადებული ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტები, რათა გავუმკლავდეთ მზარდ რიცხვს, რამეთუ ზრდა იქნება” – განაცხადა ზაზა წერეთელმა.

კორონავირუსით 24-ე პაციენტი გარდაიცვალა: ვირუსით კიდევ 227 დაინფიცირდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g