LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რასა იუკნევიჩიენე: დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას

218
რასა იუკნევიჩიენე

„ეს ნიშნავს დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას“, – ამის შესახებ დეოლიგარქიაზე საუბრისას სიტყვით გამოსვლისას, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.

ამ წუთებში, საქართველოს საკითხზე ევროპის საკანონმდებლო ორგანოში განხილვა მიმდინარეობს, დეპუტატებს უკვე მიმართა სვენ მიქსერმა, რომელიც საქართველოს საკითხზე მომზადებული რეზოლუციის პროექტის ავტორია.

„საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას, მაგრამ თქვენ იცით, რომ საქართველო არის მიტაცებული და თუ „ქართულ ოცნებას“ არ ესმის რას ნიშნავს, დეოლიგარქიზაცია, რომელიც ნახსენებია ევროკომისიის წინადადებაში, მე მათ ავუხსნი – ეს ნიშნავს დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას საქართველოსი.

საჭიროა საქართველოს მოსახლეობა არ იყოს მძევალი ერთი ადამიანის. ჩვენ ვლაპარაკობდით სანქციებზე და უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა, ამ იდეის წინ წაწევა და ჩვენ უნდა მივმართოთ რეზოლუციაში ამ საკითხს კიდევ ერთხელ. ეს ქვეყანა უნდა გათავისუფლდეს ღიად ვიტყვი, პროკრემლისტური პოლიტიკისგან.

ჩემი ბოლო წინადადებაა, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავუწიოთ ანგარიში სამოქალაქო საზოგადოებას, რომელმაც მოაწყო ყველაზე დიდი გამოსვლა ამ ქვეყნის ისტორიაში, მე ვხედავ მცდელობებს მოსახლეობის და სამოქალაქო საზოგადოების ამ ქვეყანაში და ვიმედოვნებ, ეს ხალხი გახდება ევროკავშირის წევრი.“– განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ. 

ვიოლა ფონ კრამონი: „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ქართველების 80%-ზე მეტის ნების შესრულება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g