LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რასა იუკნევიჩიენე – ხალხი ქუჩაში არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ევროპული კონტინენტის თავისუფლებისთვის იბრძვის 

122
ევროპარლამენტარი

„ხალხი ქუჩაში არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ევროპული კონტინენტის თავისუფლებისთვის იბრძვის“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მედიას განუცხადა.

ევროდეპუტატის თქმით, კოლეგებთან ერთად თბილისში იმყოფება, რათა ევროპული ინსტიტუტებისთვის ნათელი მესიჯი გაგზავნონ: „არა მარტო ისაუბრონ, არამედ იმოქმედონ“.

ევროპარლამენტარები რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მივიდნენ

მსვლელობისას დიპლომატებს მოქალქეები ტაშით და ოვაციებით ხვდებოდნენ.

„ახლანდელი რეჟიმი შეუსაბამოა. ასე რომ, ახალი არჩევნების გარეშე შეუძლებელი იქნება ევროკავშირისკენ გზაზე დაბრუნება. [ევროპული გზა] წერია საქართველოს კონსტიტუციაში.

ჩვენ, ევროპარლამენტის წევრები, მივყვებით [ევროპარლამენტის] მიღებულ რეზოლუციას.

აქ ვართ ფაქტების დადგენის მისიით, ასევე, იმ ხალხთან სალაპარაკოდ, რომლებიც ქუჩაში არა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისთვის, არამედ მთლიანად ევროპული კონტინენტის თავისუფლებისთვის იბრძვიან. ვინაიდან, ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. ასევე, გვაქვს მოლდოვა, რუმინეთი, სადაც იგივე სცენარია. ასევე, უკრაინელები, რომლებიც იბრძვიან ჩვენი თავისუფლებისთვის. რაც ევროკავშირმა უნდა გააკეთოს – მხარი დაუჭიროს ყველა თავისუფლებისთვის მებრძოლს და არ ეშინოდეს, უპირველეს ყოვლისა, პუტინის რეჟიმის დამარცხების, ვინაიდან, ყველაფერი ამ კონკრეტული ცენტრიდან მოდის…

აქ ვართ არა მხოლოდ სოლიდარობის გამოსახატად, ჩვენთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად, ასევე ჩვენი ინსტიტუტებისთვის ბიძგის მისაცემად – ევროკომისიისთვის ან ევროპული საბჭოსთვის – ძალიან ნათელი მესიჯის გასაგზავნად არსებული ვითარების შესახებ, რათა ვუბიძგოთ მათ მოქმედებისკენ, რათა არა მხოლოდ ისაუბრონ, არამედ იმოქმედონ კიდევაც”, – განაცხადა იუკნევიჩიენემ.

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g