LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რასაც თეთრს ვხედავ, ყველაფერს ხელს ვუქნევ, ამოწყდით თქვენა” – ირინა სარიშვილი ტაქსების რეფორმაზე წერს

1011
ირინა 2

პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი ტაქსების თეთრად გადაღებვას ეხმაურება და “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.

„რასაც თეთრს ვხედავ ყველაფერს ხელს ვუქნევ ამოწყდით თქვენა“, – ხუმრობს ირინა სარიშვილი.  

შეგახსენებთ, 1 ოქტომბრიდან A კატეგორიის ტაქსები მხოლოდ თეთრი ფერის უნდა იყოს. ამის შემდეგ კი რეფორმის მეორე ეტაპი იწყება. თბილისის ვიცე-მერის განცხადებით,  ტაქსების გარკვეულმა რაოდენობამ კატეგორიზაცია უკვე გაიარა, თუმცა ირაკლი ხმალაძის თქმით, პროცესი ჯერ არ დასრულებულა. მისივე განმარტებით, შემდგომი ეტაპი უკვე ტაქსის მომსახურების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

დღეიდან კი პოლიტიკური პარტია „გირჩი“ თბილისის მერიის მიერ დაწესებული რეგულაციების შედეგად უმუშევრად დარჩენილ ტაქსისტებს, “შმაქსაობაში” ჩართვას სთავაზობს. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა კომპანიის მთავარი მიზანი საგანმანათლებლო საქმიანობა იქნება – ის დაიქირავებს „მასწავლებლებს“, რომლებიც თბილისში, საკუთარი ავტომობილებით იმოძრავებენ. იმ მგზავრებს კი, ვისაც “გირჩის”, საღი აზრისა და თავისუფლების იდეების გაცნობის სურვილი ექნებათ „შმაქსის“ მომსახურებით სარგებლობა შეეძლებათ.“გირჩში” ამბობენ, რომ ანაზღაურება მოხდება არა გავლილი მანძილის, არამედ მოსმენილი საგანმანათლებლო მასალის ხანგრძლივობის შესაბამისად.

გირჩი ტაქსისტებს შმაქსისტობას სთავაზობს (ვიდეო) 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g