ცნობილი ქართველი კომპოზიტორი, ვაჟა დურგლიშვილი რამდენიმე დღის წინ, 9 მაისს, 78 წლის გახდა.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, კომპოზიტორი დღეს გადაცემა „დღის პოსტმა“ საკუთარ ეთერში მიიწვია.
გადაცემაში სტუმრობის დროს მუსიკოსმა საკუთარ შემოქმედებით გზაზე ისაუბრა და საკუთარი ცხოვრებიდან მნიშვნელოვანი ეპიზოდები გაიხსენა.
ვაჟა დურგლიშვილმა გადაცემაში შვილის, რატი დურგლიშვილის შესახებაც ისაუბრა.
„რატიმ თვითონ გაიკვლია გზა, ჩემი ბევრი სიმღერაც გადააკეთა, მე წინააღმდეგი არ ვიყავი, რადგან უკეთესობისკენ წავიდა. რაც უფრო კარგი გამოვა სიმღერა, ის ჩემთვისაც კარგია… რატიმ და მაკამ ბევრ სიმღერაში საკუთარი ელემენტებიც შეიტანეს.
რატიმ და მაკამ სიურპრიზი მომიწყვეს და დაბადების დღე ერთ-ერთ დიდ რესტორანში გადამიხადეს – გამახარეს“, – აღნიშნა ვაჟა დურგლიშვილმა.
