ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა საკმაოდ საინტერესო ტრადიცია დაამკვიდრა: ყოველ კვირას ცნობილი ხდება მათი ოჯახის ერთი საიდუმლო, რომლის შესახებაც აქამდე არავინ არაფერი იცოდა. გასულ კვირას თემა ელიზაბეტ მეორის ჩაცმულობას შეეხო. როგორც აღმოჩნდა, მიზეზი, რის გამოც დედოფალს მუდმივად მკვეთრი ფერის კაბები აცვია იმაში მდგომარეობს, რომ გრანდიოზულ ღონისძიებებზე, რომელსაც ბევრი ადამიანი ესწრება, ელიზაბეტ მეორე არ ჩაიკარგოს.
ამჯერად კი ფარდა მორიგ საიდუმლოს აეხადა – რატომ არ არიგებენ სამეფო ოჯახის წევრები ავტოგრაფებს? როგორც გაირკვა, მიზეზად სიფრთხილე დასახელდა, რათა ბოროტმოქმედებმა მათი ხელმოწერის გაყალბება ვერ შეძლონ. სწორედ ამიტომ, ავტოგრაფის თხოვნაზე პრინცი ან ჰერცოგინია ბოდიშის მოხდით გიპასუხებთ: ”უკაცრავად, ავტოგრაფის მოცემა არ შემიძლია, მაგრამ შემიძლია თქვენთან ერთად ფოტო გადავიღო”.