“გვინდოდა, რომ წნევის შემდეგ განეტვირთა”, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ექიმმა, ცისანა შარტავამ განაცხადა. მისი თქმით, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს და მღვდელმსახურებას ილია მეორე საპატრიარქოში დაესწრო.
“ყველაფერი ნორმალურად არის, უბრალოდ გვინდოდა, რომ წნევის შემდეგ განეტვირთა თავი. წინ ბევრი დღესასწაული გველოდება. დაგვეთანხმა და საპატრიარქოში დაესწრო მსახურებას. ახლა პატრიარქი ნორმალურად, სტაბილურადაა”, – აცხადებს ექიმი.
შეგახსნებთ, დღეს სამების საკათედრო ტაძარში ხარების საზეიმო წირვამ უწმინდესის, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის გარეშე ჩაიარა.
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს