LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს

241
unnamed

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია 7 აპრილს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა ტარდება.

ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათიდან ჩაატარებს.

ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. სახარების მიხედვით, ამ დღეს გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი.

 

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები