LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ უნდა შევიძინოთ ძვირადღირებული ზაფხულის საბურავები

50

მომაბეზრებელი სარეკლამო ვიდეორგოლებს და ავტოექსპერტების რჩევებს იმასთან დაკავშირებით, რომ საბურავების უახლესი მოდელები, რომლებიც საკმაოდ ძვირადღირებულია, გზებზე უსაფრთხოდ გადაადგილების ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა, არაფერი საერთო არ აქვს რეალობასთან.

როგორ გვაიძულებენ საბურავების მწარმოებლები შევიძინოთ უახლესი მოდელები? ეს მარკეტინგული გათვლების და სარეკლამო ვიდეოების დამსახურებაა. ვიდეოებში, მარკეტინგულად სწორად არის გათვლილი ის პრობლემები, რაც მძღოლს შეიძლება გადაადგილებისას შეექმნას. მსგავსი მიდგომით, საბურავების რეალიზაცია რა თქმა უნდა მომგებიანია, თუმცა, ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება.

ყველაფერი მძღოლის გამოცდილებაზეა დამოკიდებული, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა ავტომობილის სხვადასხვა პირობებში მართვისა. სწორედ მისი გადასაწყვეტია შეიძენს თუ არა 2016 წლის მოდელის საბურავებს, თუ მეორადებს. საბურავების დამზადების ტექნოლოგია ძირეულად არ შეცვლილა, შესაბამისად 2016 წლის მოდელი ისეთივეა, როგორიც 2014, 2013 ან თუნდაც 2010-წელს დამზადებული საბურავი.

საგზაო უსაფრთხოება მხოლოდ საბურავებზე არ არის დამოკიდებული. თუმცა, რა თქმა უნდა ის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, მაგრამ, არ არის აუცილებელი საბურავის შერჩევისას უახლესი მოდელები შევარჩიოთ. მთავარია ყურადღება გავამახვილოთ ისეთ ბრენდებზე, რომელიც ასე თუ ისე ჩვენთვის ცნობილია და შევარჩიოთ ზუსტად ისეთი ზომის საბურავი, როგორიც ავტომობილს ქარხნულად აქვს მითითებული. ასეთი საქციელით ჩვენი უსაფრთხოების პროცენტული მაჩვენებელი იგივე დარჩება და არ მოვიტყუებთ თავს იმით, რომ უახლესი მოდელები ბევრად უსაფრთხოა.

მეორადი, ”მოძველებული” საბურავები, უახლესსზე გაცილებით იაფი ღირს, მაგრამ მისგან მხოლოდ ფასით განსხვავდება. შესაბამისად, ზაფხულის ან თუნდაც ზამთრის პირობებში, არ არის აუცილებელი შევიძინოთ ძვირადღირებული უახლესი ტიპის საბურავები, რადგან 2-3 წლით დაძველებული საბურავი, თითქმის იგივე უსაფრთხოებას გვპირდება, რამდენსაც უახლესი მოდელი…

 

მასალა მომზადებულია ინტერნეტპორტალის “ავტორამბლერი” მიხედვით.

autorambler.ru

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები