LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ წყვეტს უკრაინა ბელარუსთან დიპლომატიურ ურთიერთობებს – კულება განმარტავს

100
Untitled design (5)

“ისტორიაში არ იქნება ისეთი მომენტი, როცა ყირიმის საკითხი უკანა პლანზე”, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა Ukrinform-თან ინტერვიუში განაცხადა და საომარ ვითარებაზე, მოსალოდნელ შედეგებსა და ქვეყნებთან დიპლომატიურ ურთიერთობებზე ისაუბრა.

დმიტრო კულებამ უკრაინულ მედიასთან განმარტა, ყველაფრის მიუხედავად, თუ რატომ არ გაწყვიტა უკრაინამ ბელარუსთან დიპლომატიური ურთიერთობები.

როგორც ჟურნალისტმა საგარეო უწყების ხელმძღვანელს ჰკითხა, მას შემდეგ, რაც ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეს სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა, დადგა თუ არა ამ ქვეყანასთან დიპლომატიური კავშირების გაწყვეტის დრო.

დმიტრო კულებამ კი აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლებას ბელარუსთან მიმართებით ილუზიები არ აქვს:

“კარგად მახსოვს, როგორ დაიწყო 24 თებერვლის ღამეს უკრაინაში შეჭრა ბელორუსის ტერიტორიიდან. მანამდე ბელარუსის წარმომადგენლებმა დაიფიცეს, რომ მათი ქვეყანა ჩვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

ჩვენ არ გვაქვს ილუზიები ბელარუსის შესახებ, მაგრამ არსებობს ფხიზელი ანალიზი, თუ რა ხდება და როგორ არ მივცეთ ლუკაშენკოს დამატებითი მიზეზები გარკვეული გადაწყვეტილებების მისაღებად.

ამის შესახებ საჯაროდ უკვე განვაცხადე: ჩემი პოზიცია არ შეცვლილა. თუ ბელარუსის შეიარაღებული ძალები უკრაინაში გადავლენ, მაშინვე მივმართავთ შუამდგომლობას მათთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ.

რაც შეეხება იმას, რომ რუსული ბომბდამშენები დაფრინავენ ბელარუსის საჰაერო სივრცეში – (უბრალოდ ვარჯიშობენ) – ეს ჩვენი ყოველდღიური რეალობაა.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის თანამონაწილეა”, – თქვა კულებამ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g