LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არის ამომრჩეველი იმედგაცრუებული?

41

მოსახლეობა ნიჰილიზმითაა შეპყრობილი და უკვე არც ერთი პარტიის არ სჯერა, ამის შესახებ პოლიტოლოგმა, სოსო ცინცაძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მოსახლეობის დიდ ნაწილს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის დაუჭერს მხარს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის არცერთი პარტია არ არის მისაღები. ექსპერტის აზრით, მსოფლიო პრაქტიკაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ჩამოუყალიბებელ მოსახლეობას ხმა მმართველი პარტიისთვის მიეცა.

“ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რომ პოლიტიკურ პარტიების რეიტინგში, “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” შემდეგ, ადგილს იკავებს “პატრიოტთა ალიანსი” და ბურჭულაძის პარტია. ვინაიდან საქართველოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა დასტაბილურდეს, ხმას აძლევს ინაშვილის პარტიას. რაც ეხება მოძრაობას “სახელმწიფო ხალხისათვის”, აქ პაატა ბურჭულაძის პიროვნული ფაქტორი თამაშობს მთავარ როლს, ვინაიდან მას ზურგს უმაგრებს ქველმოქმედის სტატუსი და ეს ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია” – განაცხადა სოსო ცინცაძემ.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, იმ გამოკითხულებს შორის, რომლებმაც უკვე იციან, ვის მისცემდნენ ხმას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 32% ასახელებს ”ქართულ ოცნებას”, 26% – ”ნაციონალურ მოძრაობას”, 7% – ”პატრიოტთა ალიანსს”, 6% პაატა ბურჭულაძის მოძრაობას ”სახელმწიფო ხალხისათვის”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g