პროფესორი და საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ყველასთვის საინტერესო და აქტუალური თემის შესახებ ინფორმაციას უზიარებს თავის გამომწერებს.
როგორც ფხაკაძე აღნიშნავს, წონაში დაკლების სიხარული ხშირად იმედგაცრუებით სრულდება, რადგან წონის დაკლების შემდეგ ადამიანები კვლავ იმატებენ კილოგრამებს.
მისი თქმით მეცნიერებმა ამ ფენომენს „იო-იო ეფექტი“ უწოდეს:
ვიდეო: „მიიღეთ 15 გრამი კარაქი ყოველდღიურად საუზმეზე და დაემშვიდობეთ ზედმეტ კილოგრამებს“ – რას გვირჩევს ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა
ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლის მარტივ გზებზე ისაუბრა ენდოკრინოლოგმა, შოთა ჯანჯღავამ.
„წონაში დაკლების სიხარული ხშირად იმედგაცრუებით სრულდება, რადგან წონის დაკლების შემდეგ ადამიანები კვლავ იმატებენ კილოგრამებს. მეცნიერებმა ამ ფენომენს „იო-იო ეფექტი“ უწოდეს. ახალი კვლევები მიუთითებს, რომ ორგანიზმის „მეხსიერებას“, რომელიც უჯრედულ დონეზე ინახება, შესაძლოა, მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეს წონის კვლავ მატებაში.
რატომ ხდება ასე?
წონის დაკლება ადამიანისთვის მხოლოდ გარეგნული ცვლილება არ არის. მას ორგანიზმის ფუნქციონირების სიღრმისეული ცვლილებები მოჰყვება, რაც ხშირად შეუმჩნეველი რჩება. მაგალითად:
უჯრედული მეხსიერება:
კვლევები აჩვენებს, რომ ცხიმოვანი უჯრედები „იმახსოვრებენ“ წინა მდგომარეობას. ეს უჯრედული მეხსიერება ხელს უწყობს წონის ზრდას მაშინ, როცა ორგანიზმი კალორიულობის შემცირებაზე რეაგირებს (1).
მეტაბოლიზმის შენელება:
წონის დაკლებისას ორგანიზმი ნაკლებ კალორიას წვავს, რაც მომავალში წონის შენარჩუნებას ურთულებს (2).
ჰორმონალური ცვლილებები:
მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჰორმონების, მაგალითად, გრელინისა და ლეპტინის ბალანსი, რაც შიმშილისა და დანაყრების შეგრძნებაზე აისახება (3).
საქართველოში არსებული მდგომარეობა
საქართველოში სიმსუქნე და ჭარბი წონა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. 2022 წლის მონაცემებით, მოსახლეობის 60%-ზე მეტი ჭარბი წონით იყო დატვირთული (4).
ეს ტენდენცია განსაკუთრებით ახალგაზრდებში და მოზრდილებში იზრდება, რაც ჯანდაცვის სისტემაზე დიდ ზეწოლას ქმნის.
ვიდეო: პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც დადებითად აისახება ადამიანების გუნება განწყობაზე – რას გვირჩევს ენდოკრინოლოგი თამარ ხუციშვილი
ამ საკითხებზე ისაუბრა ენდოკრინოლოგმა თამარ ხუციშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ ეთერში გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“.
„ჩვენი ყოველდღიური ჩვევები და ცხოვრების წესი ხშირად არ უწყობს ხელს წონის კონტროლს. თუმცა, დაბალანსებული კვება, ფიზიკური აქტივობა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სწორი მიდგომები ამ პრობლემის მართვას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
გამოსავალი – ჯანმრთელი წონის შენარჩუნება
წონის კონტროლი ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს.
ცნობიერი კვება და ფიზიკური აქტივობა:
„ჩვენ ხშირად ვიწყებთ დიეტას ან ვვარჯიშობთ მოტივაციის სიმძაფრეზე, მაგრამ ეს უნდა იყოს ცხოვრების წესი, არა – დროებითი გადაწყვეტილება.“
წონაზე რეგულარული მონიტორინგი:
„საკუთარი წონის კონტროლი და მისი მართვა პროცესში დაგვეხმარება. ხშირად მცირე ცვლილებებს დიდი გავლენა აქვს.“
როგორ ვთქვათ უარი ტკბილეულზე – არუთ ხათრის ხუთი რჩევა
„დილით, სანამ არ მოგშივდებათ, 11-12 საათამდე არ ჭამოთ.“
მხარდაჭერა ჯანდაცვის სისტემიდან:
„სახელმწიფო პროგრამებმა უნდა შექმნან ინიციატივები, რომლებიც მოსახლეობას სწორი ინფორმაციისა და მხარდაჭერის მიღებაში დაეხმარება.“
მოვუწოდებთ საზოგადოებას აქტიურ მოქმედებაზე!
სიმსუქნე არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემაა, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა ქრონიკული დაავადების განვითარებას.
დროა, თითოეულმა ჩვენგანმა პირადი პასუხისმგებლობა ავიღოთ. ჯანსაღი ცხოვრების წესი არა მხოლოდ პირად, არამედ საზოგადოებრივ დონეზეც მნიშვნელოვანია, რათა მომავალი თაობა ჯანსაღ გარემოში გაიზარდოს“, – აღნიშნავს პროფესორი გიორგი ფხაკაძე.
წონაში დაკლების შემდეგ, რატომ ბრუნდება კილოგრამები? პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის…
Posted by Giorgi Pkhakadze on სამშაბათი, 28 იანვარი, 2025