LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ „ერჩის“ კორონავირუსი ქალებსა და ბავშვებზე მეტად მამაკაცებს

3520
korona 22

კორონავირუსით დაინფიცირებული ქალები და ბავშვები უფრო ნაკლებად იღუპებიან, ვიდრე მამაკაცები. მეცნიერები ამ დასკვნამდე ჩინეთში ჩატარებული კვლევების შედეგებით მივიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას THE INDEFENDENT   ავრცელებს. 

უხანში ვირუსით დაინფიცირებული მამაკაცების 2.8 პროცენტი გარდაიცვალა, მაშინ, როცა დაინფიცირებული ქალების მხოლოდ  1,7 პროცენტია გარდაცვლილი.

კორონავირუსით დაინფიცირებული ბავშვებიდან 10 წლამდე არავინ გარდაცვლილა.

ექსპერტები აცხადებენ, რომ გაურკვეველია რატომ მოქმედებს კორონავირუსი ქალებსა და მამაკაცებზე განსხვავებულად.

თუმცა, მათი თქმით,  ეს ერთადერთი ვირუსი არაა, რომელიც სქესზე ასე განსხვავებულად მოქმედებს.

პროფესორმა პოლ ჰანტერმა აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტიდან BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქალებს მამაკაცებისგან განსხვავებული იმუნური სისტემა აქვთ.

”ქალები უფრო ხშირად განიცდიან აუტოიმუნურ დაავადებებს და არსებობს ბევრი მტკიცებულება, რომ ქალები გრიპის საწინააღმდეგო ანტისხეულებს გამოიმუშავებენ” – აღნიშნა პროფესორმა.

ზოგიერთები კი ფიქრობენ, რომ მამაკაცები უფრო ხშირად ეწევიან, ვიდრე ქალები.

მოწევა კი კორონავირუსით დაინფიცირებულისთვის, შეიძლება ფატალურად დამთავრდეს.

ჩინეთში, კი სამწუხაროდ მამაკაცების 52 პროცენტი მწეველია.

magti 5g