ახლახან ცნობილი გახდა, რომ ლათინოამერიკელი შემსრულებლისა და „გრემის“ მფლობელის, რიკი მარტინის კონცერტი, რომელიც რუსთავის ავტოდრომზე უნდა გამართულიყო, გაუქმდა. ამის შესახებ მომხმარებელმა, ვისაც ბილეთები ჰქონდა ნაყიდი, biletebi.ge-ს შეტყობინების საშუალებით გაიგო.
„მოგესალმებით, გაცნობებთ, რომ რიკი მარტინის კონცერტი, რომელიც 2026 წლის 16 ივლისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე იყო დაგეგმილი, მომღერლის გადაწყვეტილებით გაუქმდა.
თანხა დაგიბრუნდებათ იმავე ბარათზე, რომლითაც ბილეთი შეიძინეთ. თანხის ანგარიშზე ასახვას შეიძლება 3-5 სამუშაო დღე დასჭირდეს“, აღნიშნულია კომპანიის მიერ გაგზავნილ მესიჯში.
კონცერტი, როგორც შეტყობინებაში წერია, მომღერლის სურვილით გაუქმდა. fortuna.ge-ს ესაუბრა biletebi.ge-ს წარმომადგენელი, რომელმაც ინფორმაცია დაადასტურა და აღნიშნა:
„სამწუხაროდ, არ ვიცით მიზეზი, რის გამო აღარ ჩამოდის რიკი მარტინი. ორგანიზატორის ინფორმაციით ვიცით ის, რომ თავად რიკიმ გააუქმა შოუ…“
