LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ იკრიბება სინოდი – რა შემთხვევაში გადადგება პატრიარქი? მეუფე პეტრეს ეკლესიიდან განკვეთენ?

285
meufe petre ilia

11 თებერვალს სინოდის სხდომა გაიმართება. ძნელია, იმაზე უფრო სკანდალური სინოდის სხდომის წარმოდგენა, როდესაც მეუფე პეტრემ პატრიარქს მამათმავლობაში დასდო ბრალი.

საქართველოს საპატრიარქოს ყველაზე სკანდალური სხდომა  2019 წლის 31 ოქტომბერს  გაიმართა. თუმცა დიდი ალბათობით 11 თებერვალს არანაკლებ სკანდალური სინოდის სხდომა გველოდება.

როგორც რელიგიის ექსპერტთა საზოგადოებამ გაავრცელა ინფორმაცია, ხუთშაბათს სინოდის სხდომაზე პატრიარქის გადადგომა იგეგმება.

 

 

თეოლოგები ამბობენ, რომ საპატრიარქოზე რუსული გავლენები იზრდება, ამ პირობებში კი ილია მეორის გადაყენება და მეუფე შიოს დაჩქარებული წესით აღსაყდრებაა დაგეგმილი.

 

„პატრიარქის იძულებით გადაყენება სავარაუდო კომპრომატების გამოყენებით მოხდება და შემდეგ საზოგადოებას ისე წარმოუჩენენ, თითქოს, პატრიარქი საკუთარი ნებით, ჯანმრთელობის გამო გადადგა საპატრიარქო ტახტიდან”, – ამბობს მედიასთან საუბარში ასოციაციის თავმჯდომარე ზვიად ცაბაძე.

 

რა შემთხვევაში შეიძლება გადადგეს პატრიარქი 

 

თეოლოგი ლევან აბაშიძე აღნიშნავს, რომ  რელიგიის ექსპერტთა საზოგადოების მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირება არარეალურია და დიდი ალბათობით სიმართლეს არ შეეფერება.

პირადად მე აბსურდულ განცხადება მგონია. ტიგინაშვილმა და მისმა გუნდმა თუ რაიმე ვარაუდები გამოთქვა, არ მიმაჩნია სწორად რომ ეს შეიძლება გახდეს განხილვის საგანი.

 

თქვენი ინფორმციით, რატომ იკრიბება სინოდი 11 თებერვალს?

სინოდი რეგულარურად იკრიბება. წესით წელიწადში, მინიმუმ, ორჯერ უნდა შეიკრიბოს. არ მიმაჩნია, რომ ამ ასოციაციის განცხადებაზე რაიმე კომენტარი უნდა გაკეთდეს, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ  საერთოდ არ იყოს საუბარი პატრიარქის გადადგომაზე. საქართველოში პატრიარქი არასდროს გადამდგარა 17 საუკუნის განმავლობაში.

 

რა შემთხვევაში შეიძლება ეს მოხდეს?

შეიძლება, პატრიარქმა თვითონვე თქვას, რომ ჩემი ჯანმრთელობის გამო არ მინდა ვიყო  პატრიარქი და გადავდგები, მაშინ ძალით ვერ დატოვებენ. მაგრამ ეს არის უიშვიათესი შემთხვევა რელიგიურ სამყაროში. 2013 წელს რომის პაპი გადადგა  და მაშინ გაარკვიეს, რომ ასეთი რამ 600 წელი არ მომხდარა.

როგორც წესი, პატრიარქი ბოლომდე, სიცოცხლის ბოლო წუთამდე არის პატრიარქი. შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ ამის პატარა ალბათობაა.  დაველოდოთ  11 თებერვალს და ვნახოთ. ყველაფერი მალე გაირკვევა

 

გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა მეუფე პეტრე განკვეთონ ეკლესიიდან და სინოდის შეკრების ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად ეს ვერსიაც სახელდება…

მეუფე პეტრე შეიძლება, განკვეთონ, მას ჯერჯერობით აქვს ეპისკოპოსის ხარისხი, შეიძლება ეს ხარისხი ჩამოართვან. სინოდის შეკრების რეალური მიზეზი ეს  უფრო მგონია.

 

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ფანტაზიას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით.

ანდრია ჯაღმაიძე რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის განცხადებას „ფეისბუქში“ ეხმაურება.

„ჟურნალიტებთან მექნება დიდი თხოვნა, შეკითხვებით ნუ მომმართავთ, იმ ფანტაზიებთან დაკავშირებით, რაც აქ დაუწერიათ”,- წერს ჯაღმაიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g