LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ იქცევიან ბავშვები სხვებთან კარგად და დედებთან ცუდად – ექსპერტის ანალიზი

5616
child-adhd-800w

თქვენი შვილი მამასთან, ბებიასთან, დღისით, სათამაშო მოედანზე ან სხვა ადგილას, ყველაზე მაგარი ბავშვია, მაგრამ როდესაც თქვენ მასთან ერთად ხართ, ის ჭირვეულობს და მოუსვენრადაა. თქვენ კი თქვენს თავს ეკითხებით, რას ვაკეთებ არასწორად? რას ვაშავებ? თუ ეს სიტუაცია თქვენთვის ნაცნობია, შეწყვიტეთ საკუთარი თავის დადანაშაულება, მსგავს ქცევას აქვს მიზეზები და ეს ცუდი სულაც არ არის.

ამ ამბავს ნათელი მხარეც აქვს და აი როგორ ხსნიან მას ექსპერტები. თურმე ბავშვებს მსგავსი საქციელით სურთ გითხრათ – „მე შენ მჭირდები, დედა!“

თუ თქვენი შვილი ჯერ კიდევ ვერ მეტყველებს კარგად, ისინი შეძლებისდაგავარად ცდილობენ თქვენი ყურადღების უფრო მეტად მიპყრობას. ყველა ბავშვისთვის დედა არის წყარო მათი ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების, იქნება ეს კვება თუ უსაფრთხოება. სწორედ ამიტომ ისინი ხდებიან უფრო ემოციურები როცა თქვენ გხედავენ. ნახეთ, როგორ განმარტავს ექსპერტი აღზრდისა და განათლების დარგში დოქტორ ენ კორვისი ამ ფენომენს:

”დედები ბავშვებისთვის კვებისა და ნებისმიერი საჭიროების დაკმაყოფილებასთან არიან გაიგივებული, ასე ვთქვათ, ისინი ბიოლოგიურად არიან მიბმული ერთმანეთს. როცა დედა გვერდითაა ბავშვი, ემოციურად გაღიზიანებულია, ის პროტესტსაც გამოხატავს იმისთვის, რომ მას დედა სულ გვერდით უნდა. ბავშვები ცუდი საქციელით ცდილობენ დედის ყურადღების მიპყრობას. მათ სიამოვნებთ კომუნიკაცია და ზრუნვა. მამები მეორე მხრივ, ასოცირდებიან რწმენასთან, რისკების გაწევასთან, თამაშთან. ამიტომ ბავშვები უფრო მეტს დედებისგან მოელიან. იცოდეთ, რომ თქვენ თქვენი ბავშვის კომფორტის ზონა ხართ.“

ბავშვებს არ სურთ თავიანთი ემოციების მთელი სპექტრი აჩვენონ იმ ადამიანებს, რომელთაც არ ენდობიან. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი შვილი ინახავს “ყველაზე ცუდს” თქვენთვის, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. ისინი “პატივს გცემენ” თავიანთი ჭირვეულობით და ცრემლებით, რადგან სწორედ ასე გაჩვენებენ, რომ გენდობიან და თქვენთან თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. მათი სიტყვებით რომ გადმოვცეთ, ასე ამბობენ:

”მე თავს დაცულად და კომფორტულად ვგრძნობ, როდესაც შენთან ვარ, დედა.”

საინტერესოა, ჩუმად უნდა ითმინოთ ეს ქცევა, თუ არსებობს რაიმე გამოსავალი ? ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გამოსავალი არსებობს. აი რამდენიმე გზა იმისთვის, რომ თქვენი შვილი უფრო კარგად იქცეოდეს თქვენთან ერთად და თქვენც მყარი ნერვები შეგინარჩუნდეთ.

  • მიიღე შენი ბავშვის ჭირვეულობა და სცენები. მიეცით თქვენს შვილს დრო და სივრცე გამოხატოს თავისი ემოციები სხეულის მეშვეობით. იცოდეთ, რომ ჭირვეულობა არის კომუნიკაციის ფორმა და ეს დროებითა;
  • ბაღში ან სკოლაში თქვენი შვილი მუდმივად წესების მიხედვით უნდა იქცეოდეს. შინ დაბრუნებულს მას სურს იყოს ის ვინც არის, რეალურად. მიეცით ბავშვს იმის საშუალება, რომ გამოხატოს საკუთარი თავი და დაიცალოს ენერგიებისგან. გაასეირნეთ, მიეცით ეზოში ყოფნის საშუალება რათა აკეთოს, ის რაც სიამოვნებს;
  • დაავალეთ რამდენიმე საქმე თქვენს პარტნიორს, მეუღლეს. თუ თქვენი შვილს უფრო მეტად თქვენთან სურს კომუნიკაცია ვიდრე მამასთან, დაავალეთ პარტნიორს უფრო მეტად ჩაერთოს ბავშვის აღმზრდელობით პროცესებში, მაგალითად მიაღებინოს აბაზანა, შეეცადოს რომ დააძინოს და ა.შ.
  • გაესაუბრეთ თქვენს შვილს და აუხსენით, თუნდაც ის პატარა იყოს, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გრძნობთ თავს. დაამყარეთ მასთან ემოციური კავშირი. დაეხმარეთ თქვენს შვილს გააცნობიეროს, რომ დედა ყოველთვის მის გვერდით იქნება, სულ გაამხნევებს, მაგრამ მასაც აქვს გრძნობები და პატივისცემა სჭირდება.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g