LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ კლებულობს ტურისტების რაოდენობა ნიაგარის ჩანჩქერზე?

113

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილს, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს, დღეს თავს არიდებენ, მიზეზი ჩანჩქერის დაბინძურებაა. ტურისტების აღშფოთება წყლის ფერის ცვლილებამ გამოიწვია,  ჩანჩქერის გაშავებასთან ერთად, აღნიშნულ ტერიტორიაზე უცნაური სუნიც დადგა. ღირშესანიშნაობა ვიზიტორებისთვის დახურეს.

უცნაური მოვლენა ჩანჩქერზე პირველმა “Rainbow Air Inc”-ის ვიცე პრეზიდენტმა პეტ პროქტორმა შენიშნა, რომელიც ტურისტებს ვერტფრენით მომსახურებას სთავაზობს.

“მე უბრალოდ ვლოცულობდი, რომ ეს არ ყოფილიყო  ნავთობის გაჟონვა”-აღნიშნავს პროქტორი ტვიტერის გვერდზე .

ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა ნიაგარის ჩანჩქერის ფერის ცვლილების მიზეზი.

სამი ჩანჩქერისაგან შემდგარი წყალვარდნილთა სისტემა,  აშშ-სა და კანადის სახელმწიფო საზღვარზე მდებარეობს.ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მაღალი ჩანჩქერის სიმაღლე  52 მეტრს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები