LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ მაინცდამაინც გიორგი: შაქარაშვილის ბიძის ორი ვერსია მკვლელობის მოტივზე

5527
BeFunky-collage (3)

„ეს იყო სპონტანური ანგარიშსწორება, მის ადგილას შესაძლოა სხვა ყოფილიყო”- ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ და ოჯახის ადვოკატმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

გადაცემაში “პოლიტმეტრი” მირიან ნიკოლაძემ აღნიშნა, რომ მკვლელობის მოტივი ამ დრომდე მუშავდება.

“ვეძებეთ უამრავი მიზეზი, ე.წ. სტანდარტული და არაორდინალური მიზეზებიც კი. სტანდარტული მიზეზი, ჯერ-ჯერობით ყველაზე ახლოსაა რეალობასთან, ეს არის აგრესია”- ამბობს ნიკოლაძე.

ოჯახი მიიჩნევს, რომ გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია – მირიან ნიკოლაძე

სტანდარტულად, ბიძის თქმით, ეს იყო ორ უბანს – ნახალოვკასა და საბურთალოს შორის დაპირისპირება, სადაც გიორგი, მიუხედავად იმისა, რომ  ჩხუბში მონაწილე არ იყო. პირიქით, დაპირისპირებულ მხარეებს აშველებდა, ნახალოვკელების თვალში საბურთალოს ჯგუფთან ასოცირდებოდა.

ბიძის თქმით, გარდაცვლილი ფეხბურთელი შემთხვევითობის მსხვერპლია.

“ეს არ იყო შეკვეთილი მკვლელობა, ეს იყო სპონტანური ანგარიშსწორება…ვინც ჩაიგდეს ხელში ამ გამხეცებულმა არაკაცებმა, იმას გაუსწორდნენ ფიზიკურად”- ამბობს ნიკოლაძე.

რაც შეეხება არასტანდარტულ მოტივს:

“რა თქმა უნდა, განიხილებოდა სასიყვარულო ისტორიები, ვთქვათ, ვიღაცის წამქეზებლობა, თუმცა საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ ეს მოტივი შესუსტდა. ჯერჯერობით, ყველაზე მაღალ ალბათობიანი ვერსია არის ის, რომ გიორგი შემთხვევით ჩაიგდეს ხელში და უმიზეზოდ მოკლეს“- განაცხადა ნიკოლაძე.

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი გუშინ 5 პირს წაუყენეს, მათგან ორი არასრულწლოვანია.

“სასტიკად სცემეს და შემდეგ მდინარეში გადააგდეს” – პროკურატურა ახალ ვიდეო-რეკონსტრუქციას ავრცელებს

განზრახ მკვლელობის ვერსიის საჯაროდ განცხადებამდე, გამოძიებამ დააზუსტა, რომ შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები მიზანმიმართულად არის განვითარებული.

 

“დადგინდა, რომ შაქარაშვილი დაზიანებებს ხიდიდან ჩამოვარდნით და წყალში დაცემით ვერ მიიღებდა” – ექსპერტი

magti 5g