LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ მხოლოდ უმრავლესობის დეპუტატები – შალვა თადუმაძე რეკომენდატორებზე განმარტებას აკეთებს

166
shalva tadumadze

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, გენერალურ პროკურორთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს. როგორც შალვა თადუმაძემ გასაუბრების დროს განაცხადა, საკმაო პროფესიული და მენეჯერული გამოცდილება აქვს, რაც აძლევს იმის საფუძველს, რომ პრეტენზია გამოეთქვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურაზე.

მან ასევე განმარტება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ჰყავს რეკომენდატორები მხოლოდ უმრავლესობის დეპუტატებიდან.

თადუმაძის განმარტებით, ირაკლი სესიაშვილთან 11-წლიანი მეგობრობა და ნაცნობობა აკავშირებს. მაია ცქიტიშვილთან ერთად 6 წელი მუშაობდა მთავრობის ადმინისტრაციაში. ხოლო უმრავლესობის დეპუტატი კობა კობალაძე კი ერთადერთი იყო მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირებიდან, რომლის მიმართაც ადვოკატად მუშაობის დროს, სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

magti 5g