ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ზოოპარკში ატრაქციონები მუშაობს, ბილეთის შეძენას ჩვეულებრივ შესაძლებელია. ფეისბულაივის ავტორი თავად რეკავს 144-ში, სადაც ეუბნებიან, რომ ატრაქციონების მუშაობა აკრძალულია. დარღვევის შესახებ შეტყობინების მიწოდების შემდეგ კი, მას 112-ში ამისამართებენ.