LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ შეუწყდა ელექტრომომარაგება ქვეყნის უმეტეს ნაწილს

229
telasi-2

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” საქართველოს რეგიონების და დედაქალაქის ნაწილში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზს განმარტავს.

„საქართველოსა და თურქეთის “ენერგოსისტემების დამაკავშირებელი 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „მესხეთი“ გამორთვის გამო, შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი და ენერგომომარაგება შეეზღუდა ქვეყნის უმეტეს ნაწილს. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის აღდგენა. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებელს შეფერხების გამო.”-აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, თბილისში 00:00 საათზე ელექტრომომარაგება ავარიულად გაითიშა და ასიათასობით აბონენტი უშუქოდ დარჩა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g