LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოზე ელექტროენერიის ტრანზიტი ერთდროულად ორი მიმართულებით პირველად ხორციელდება

103

საქართველოს ენერგეტიკის ისტორიაში პირველად  „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ სატრანზიტო დერეფნის ფუნქციის განხორციელება ერთდროულად ორი მიმართულებით დაიწყო.

როგორც “ფორტუნას”  “სახელმწიფო ელექტროსისტემიდან” აცნობეს, 5 თებერვალს, დაიწყო ელექტროენერგიის ტრანზიტი რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით, სადაც დღე-ღამეში საშუალოდ 30 მეგავატი სიმძლავრის გადადინება ხდება.

7 თებერვალს კი  დაახლოებით 80 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელება დაიწყო აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით.

“აღნიშნული ტრანზიტების განხორციელებით, საქართველო ყოველთვიურად დაახლოებით, 1 მლნ. ლარის შემოსავალს მიიღებს,”- განაცხადეს “სახელმწიფო ელექტროსისტემაში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები