შემოდგომაზე ბევრი ადამიანი მადის მატებას გრძნობს, ხშირად სურთ უფრო ცხიმიანი და მაღალკალორიული საკვები, ვიდრე ზაფხულში.
დიეტოლოგებმა განმარტეს, რასთან არის ეს დაკავშირებული.
შემოდგომაზე დღის საათები იკლებს. სევდიანი განწყობისკენ მიდრეკილება იზრდება და ადამიანები ცდილობენ ამ მდგომარეობის კომპენსირებას და მათ შორის საკვების დახმარებით.
„უნდა გესმოდეთ, რომ ვსაუბრობთ სწორედ ემოციური მადის აქტივობის გაზრდაზე”, – განმარტეს დიეტოლოგებმა.
რაციონთან დაკავშირებულ რჩევებშია მაგალითად ცხიმიანის ნაცვლად უფრო მსუბუქი კერძების არჩევა. თუმცა, ამასთან მნიშვნელოვანია ადამიანმა იცოდეს როგორ გადაეწყოს.
დიეტოლოგები აღნიშნავენ, რომ უპირველეს ყოვლისა, უნდა ისწავლოთ საკვების გარეშე სიხარულისა და სიამოვნების ჰორმონების გამომუშავების შემცირების კომპენსირება. ნებისმიერი მეთოდი შესაფერისია. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს სიარული, კითხვა, სხვადასხვა პრაქტიკა, მედიტაცია – ყველაფერი, რაც განწყობას ამაღლებს და მაცივრიდან ყურადღებას სხვა რამეზე გადაიტანს.