LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უნდა დავხარჯოთ ფული მოგზაურობაში და არა სასურველი ნივთების შეძენაში

65

ხელფასის აღებისთანავე გავრბივართ მაღაზიებში, რომ შევიძინოთ ის, რაზეც უკვე მთელი თვეა, ვოცნებობთ. სასურველი ნივთების შეძენისთანავე თავს ბედნიერად ვგრძნობთ, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ ამ შეგრძნებისგან აღარაფერი რჩება.

როგორც კი მივხვდებით, რომ ნივთი, რომელზეც ვოცნებობდით, უკვე ჩვენია, აღმაფრენა მაშინვე იკლებს. შემდეგ ახალი ნივთის შეძენას ვისახავთ მიზად და ასე გრძელდება მუდმივად.

კორნელის უნივერსიტეტის პროფესორმა, ფსიქოლოგმა ტომას ჯილოვიჩმა დაამტკიცა, რომ ახალი ნივთის შეძენისას და მოგზაურობისას ერთნაირ ბედნიერებას ვგრნობთ. რაც მთავარია,  ეს კმაყოფილებისა და ბედნიერების განცდა ნივთის შეძენის შემდეგ იკლებს, მოგზაურობის შთაბეჭდილებები კი დიდ ხანს გრძელდება.

სხვადასხვა ღონისძიებებზე დასწრება, მოგზაურობა, ახალი გამოცდილების შეძენა, ექსტრემალური სიტუაციები – ეს ყველაფერი თითოეული ჩვენგანისთვის ბედნიერების იდეალური მარაგია. ახალი გაჯეტი და ავტომანქანაც კი დროებით გვაბედნიერებენ, მოგზაურობის მოგონებები კი მუდმივად მოგვიტანენ ბედნიერების განცდას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები