LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უნდა ვიაროთ სამსახურში ველოსიპედით – ჰოლანდიის პრემიერი გირჩევთ

474
origin

მოწითალო-მოყავისფრო, საუკუნეების წინ ქვით ნაგები, ჰააგის ცენტრში მდებარე შენობათა კომპლექსი – ბინენჰოფი, სუპერთანამედროვე არქიტექტურულ ნაგებობათა სიჭარბის მიუხედავად, დღემდე ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ ცენტრად რჩება. აქ პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია და ჰოლანდიის პარლამენტი, ანუ გენერალური შტატებია.

გასაკვირი არ არის, რომ ამ თვალისმომჭრელ გარემოში მოსახვედრად , ნიდერლანდების პრემიერმინისტრი არაორდინალურ სატრანსპორტო საშუალებას იყენებს. მარკ რუტი უკვე ორი წელია, სამსახურში ყოველდღე ველოსიპედით დადის.

ხელისუფლება ქალაქებში საცობებისა და ეკოლოგიური პრობლემების წინააღმდეგ, საინფორმაციო კამპანიებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებს მუდმივად მიმართავს. ცნობისთვის, დასაქმებულებს, რომლებიც სამსახურში ველოსიპედით დადიან, შესაძლოა, ხელფასზე დანამატიც გადაუხადონ.

რუტი ქვეყანაში შექმნილი სისტემით კმაყოფილია და ამბობს, რომ ველოსიპედით სიარული იაფი, ზოგჯერ ავტომობილზე სწრაფი, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და სასიამოვნოა.

“გაკვირვებული ვარ დღეს არსებული ველობილიკებით, რომელიც საგანგებოდ შექმნილი საგზაო ნიშნებითა და შუქნიშნებით არის აღჭურვილი. სასიამოვნოსთან ერთად, ის ძალიან უსაფრთხოა იმ ადგილებში, სადაც ბავშვები გადაადგილდებიან”

 

https://www.instagram.com/p/By0o1KUImHw/?utm_source=ig_embed

 

უსაფრთხო ხალხისთვის და პლანეტისთვის

ველოსიპედით სიარული რომ ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, ამას არაერთი კვლევები მოწმობს.

ველოსიპედით სიარული კიბოს გაჩენის რისკს ამცირებს

ველოსიპედით სიარული კიბოს გაჩენის რისკს 45%-ით ამცირებს. გლაზგოს უნივერსიტეტის სპეციალისტებმა 250 ათასი ბრიტანელის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ველოსპორტი ჯანმრთელობისთვის იმაზე მეტად სასარგებლოა, ვიდრე ეს აქამდე ითვლებოდა. ბრიტანულმა სამედიცინო ჟურნალმა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ყოველდღიურად ორბორბლიანი ტრანსპორტით გადაადგილება ნაადრევი სიკვდილის რისკს 40%-ით ამცირებს, გარდა ამისა, ფიზიკური აქტივობა გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებულ დაავადებათა წარმოქმნის შესაძლებლობას 50%-ით […]

უტრეხტი, რომელიც ჰოლანდიის შუაგულში მდებარეობს, ქვეყნის უდიდეს სარკინიგზო კვანძს წარმოადგენს და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საველოსიპედო ქალაქად არის მიჩნეული. ველოსპედისტი აქ, საგზაო მოძრაობის ყველაზე პატივსაცემ წევრად ითვლება.

ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ტრანსპორტის ამ საშუალების არჩევით, ქვეყანაში სიკვდილიანობის ტენდენცია შემცირდა, საუბარია დაახლოებით, 6 000 -ზე მეტ ავტოსაგზაო შემთხვევის პრევენციაზე.

ასეთი სატრანსპორტო მიდგომით ქვეყანა წელიწადში 20 მილიონზე მეტ დოლარს ზოგავს. როგორც პრემიერი ამბობს: ” სისტემა მაქსიმალურად უწყობს ხელს ხალხს, გამოიყენონ ჯანმრთელი ალტერნატივა”

როგორც გამოცემა “ecowatch” წერს, მცდარია ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ჰოლანდიაში ველოსიპედი პოპულარობას კარგავს. მონაცემებით ირკვევა, რომ ნიდერლანდებში, სადაც 17 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 23 მილიონი ველოსიპედია. თითოეულ მოქალაქეზე 1,3 ველო მოდის. ხოლო ქვეყანაში მთლიანობაში 27 მილიონი ეკოლოგიური ტრანსპორტი მოძრაობს.

ნიდერლანდებში, სადაც უკვე არსებობს ათი ათასობით ველობილიკი, ველოსიპედის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ბიუჯეტიდან 100 მილიონი ევრო  გამოიყოფა.

ველოსიპედით სეირნობა დიაბეტისგან დაგიცავთ

ცნობისთვის, მარკ რუტემ მსოფლიო მედიის ყურადღება პირველად მაშინ მიიქცია, როდესაც პარლამენტში შესვლისას შემთხვევით თავისი დაღვრილი ყავა თავადვე მოწმინდა. მაშინ მედიას ყურადღების მიღმა არ დარჩენია დამლაგებლების რეაქციაც, რომლებიც პრემიერის გულწრფელმა და ადამიანურმა ჟესტმა აღაფრთოვანა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g