ერთი შეხედვით, ქვეყანაში რაც უფრო მეტი ადამიანი მუშაობს, ეს ეკონომიკისთვის არის კარგი, თუმცა ბოლო კვლელვებით დადგინდა, რომ ეს სულაც არ არის ასე, რადგან ეკონომიკას ხარისხი აუმჯობესებს და არა რაოდენობა. ხარისხს კი კმაყოფილი და დასვენებული ადამიანი ქმნის.
თანამედროვე სამყაროში, სამუშაო დროის ხანგრძლივობა დასარეგულირებელია. ადამანი, რომელიც საქმეს სხვებზე ადრე რჩება, ნაკლებად შრომისმოყვარეს ეძახიან, ვიდრე მას, რომელიც სამსახურში სამუშაო საათების დასრულების შედეგაც რჩება.
სამედიცინო კვლევები ამტკიცებს, რომ ბევრი საქმე ინსულტს, სხვადასხვა სახის აშლილობასა და გულის დაავადებებს იწვევს, განსაკუთრებით კი თუ საქმე ღამის მორიგეობას ეხება, რაც სიმსივნის წარმოქმნას, დიაბეტსა და გულის დაავადებებს უკეთებს პროვოცირებას.
დღესასწაულების დროს, სამუშაო კვირა მოკლეა და სამუშაო პროცესი იცვლება, რის შედეგადაც ადამიანების განწყობა და ვიზუალიც კი უფრო ბედნიერი ხდება. საშუალოდ, თანამშრომელი ოთხ დღეში თავისუფლად უმკლავდება ბევრ საქმესაც კი.
დანია და გერმანია პირველი ქვეყნებია, რომლებმაც სამუშაო საათები შეამცირეს. სწორედ ეს ორი ქვეყანა ითვლება პროდუქტიულობისა და წარმატებული ეკონომიკის მაღალ მაჩვენებლად.
ბევრი მიიჩნევს, რომ სწავლა, რომელიც ერთგვარად მუშაობის ექვივალენტია, აევე კვირაში ოთხ დღემდე უნდა შემცირდეს. კოლორადოს შტატში ეკონომიის მიზნით სასწავლო დღეები 4 დღემდე შეკვეცეს, რამაც საუკეთესო აკადემიური მოსწრებისა და ნაკლები გაცდენის შედეგი აჩვენა.
პროფესორმა ჯონ ეშტონმა, რომელიც სამუშაო საათების შემცირების მომხრეა, თვლის, რომ გაცილებით დიდი პრობლემაა არათანაბრობა ზედმეტად მომუშავე და უმუშევარ ადამიანს შორის. მაშინ, როდესაც ერთი ნაწილი ხანგრძლივი მუშაობით ჯანმრთელობას იზიანებს, სხვები უსაქმოდ არიან. ეშტონი თვლის, რომ მომავალი, რომლისკენაც უნდა მივისწრაფოდეთ, არის ნაკლები სტრესული სამუშაო და სამსახურით უზრუნველყოფა მათთვის, ვისაც ის აუცილებლად სჭირდება.


