LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაზე ოცნებობენ ქალები?

123
the_political_and_prejudiced_history_of_pockets

პოპულარული ფორუმის Reddit მომხმარებლებმა ყველაზე სანუკვარ ოცნებებზე ისაუბრეს. მთავარი სურვილები ქალებმა ერთ სივრცეში გააერთიანეს.

ბევრი მოწონება დაიმსახურა კომენტარმა, სადაც ქალები კომფორტულ ჯიბეებზე ოცნებობენ. საქმე ისაა, რომ ქალის სამოსის შეკერვის დროს როგორც წესი, ჯიბეების ფუნქციონალობას ესთეტიკური მოსაზრებებით სწირავენ.

ქალები ოცნებობენ ასევე მეტ შვებულებაზე, რაც არამხოლოდ სამსახურისგან დასვენებას, არამედ ყოველდღიური საზრუნავის დავიწყებასაც გულისხმობს.

საკმაოდ ბევრმა მომხმარებელმა აღნიშნა, რომ მათი ყველაზე დიდი სურვილი ისაა, ქუჩაში თავს სრულიად უსაფრთხოდ გრძნობდნენ, გავიდნენ ღამე სიბნელეში პარკში და არაფრის შეეშინდეთ.

დაბოლოს, ქალებს სურთ, რომ მათ თანასწორებად აღიქვამდნენ, არა განსაკუთრებულ განსხვავებულ სახეობებად, არამედ კაცების თანასწორ არსებებად და ამაში არაფერი განსაკუთრებული არ იყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები