LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რძლები“ – თერჯოლაში ახალი „სტრიტ ფუდ“ რესტორანი გაიხსნება 

607
რძლები

„რძლები“ – ასე ჰქვია ახალ რესტორანს, რომელიც მალე თერჯოლაში გაიხსნება. პროექტის ავტორები თერჯოლელი მაკარიძეების რძლები არიან, რომელთა სახელსაც „მაკარიძის მარნის“ ბუნებრივი მეღვინეობა უკავშირდება.

ქეთო ფუთურიძე და ელა შოთაძე სტრიტფუდის რესტორანს ივლისის ბოლოს აამუშავებენ. ისინი სტუმრებს ტრადიციული იმერული კერძების „სტრიტ-ფუდ“ ვერსიებს შესთავაზებენ. იმერული სენდვიჩები და დიფები 8-დან 15 ლარამდე ეღირება.

„ძალიან მალე თერჯოლაში ჩვენს საყვარელ ეზოში გავხსნით პატარა „სტრიტ-ფუდ“ რესტორანს, სადაც კვირის გარკვეულ დღეებში დასავლეთისკენ მომავალ (ან უკანა) გზაზე შესაძლებლობა გექნებათ, შემოგვირბინოთ და დააგემოვნოთ ჩვენი უგემრიელესი იმერული სენდვიჩები და დიფები“, – აღნიშნულია „რძლების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„გულწრფელი ღვინოებია, შრომით და სიყვარულით დამზადებული“ – ქეთოს და გოგიტას ამბავი „მაკარიძის მარანში“ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები