LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეაბილიტაცია დასრულდა: „ენგურჰესი“ დაგეგმილზე ადრე ამუშავდება

168
ipiccy-image

ენგურჰესის სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაცია დასრულდა. ჰერმოკარების დაკეტვის მომდევნო ეტაპი გვირაბის წყლით შევსებას გულისხმობს და საქართველოს უდიდესი ჰიდროელექტრისადგური, ერთიან ქსელში, დაგეგმილზე რამდენიმე დღით ადრე ჩაერთვება. ინფორმაცია ენგურჰესის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.

“გილოცავთ – დღეს სადერივაციო გვირაბის ყველა ჰერმო კარი ჩაიკეტა! დასრულდა 3 თვიანი მარათონი, ბევრი უძილო ღამე და ტიტანური შრომა და დაიწყო გვირაბის წყლით შევსება! შევსების დაწყებიდან 3 საათში წყლის სიმაღლემ ბოლო კარის ზონაში 5 მეტრს მიაღწია. ძალა ერთობაშია!”- ამბობს გიორგი მირცხულავა, სს ენერგონის გენერალური დირექტორი.

შეგახსენებთ, ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც 20 იანვარს სრულად გაჩერდა, 1 მაისიდან უნდა ამუშავებულიყო, თუმცა როგორც ირკვევა, ეს პროცესი რამდენიმე დღით ადრე დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g