LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეაბილიტირებული აღმაშენებელი განმეორებითი განახლების მოლოდინში

მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განახლებულ აღმაშენებელზე თვითნებურად დამონტაჟებული საყოფაცხოვრებლო ნივთების დემონტაჟის შესახებ განკარგულება გასცა, ორი კვირა გავიდა. მერის დავალების შესრულებას მაშინვე შეუდგა ზედამხედველობის სამსახური, რომელმაც მოქალაქეები გააფრთხილა, თუმცა, აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც წესებს არ დაემორჩილნენ და თავი იმით გაიმართლეს, რომ მათ ოფისს სხვა ფასადი არ აქვს კონდიციონერის დასამონტაჟებლად.

მერიის კიდევ ერთ თხოვნა, ასევე განახლებულ აღმაშენებელს უკავშირდება. ღია კაფეების მფლობელები ამ შემთხვევაში მეტად დამთმობები აღმოჩნდნენ და საკუთარი კაფე-ბარების სკამები და მაგიდები წესების დაცვით განათავსეს.

საკითხს მერიის ზედამხედველობის სამსახურის შესწავლის შემდეგ, ახლა უკვე თბილისის განვითარების ფონდი იკვლევს. მას შემდეგ, რაც ეს ორი სამსახური შეჯერდება თუ როგორ მოუგვაროს საკითხი ინდივიდუალურად თუ განზოგადებულად ადგილობრივ მაცხოვრებლებსა თუ ბიზნესის მფლობელებს, ტენდერი განახლებული აღმაშენებლის ხელმეორედ გასაახლებლად აგვისტოში გამოცხადდება.

magti 5g