რეაბილიტოლოგი/ფიზიოთერაპევტი, მიხეილ სურამელაშვილი სქოლიოზისა და პანდემიის დროს გახშირებული მომართვიანობის შესახებ საუბრობს

2444
page

სქოლიოზი და გახშირებული მომართვიანობა მოზარდებში, რა იწვევს მის გართულებებს, რამდენად მნიშვნელოვანია პოსტ ტრავმული რეაბილიტაციის პროცესი – ამ თემებზე რადიო „ფორტუნასთან“ „რეჰაბ სფეისის“ რეაბილიტოლოგი/ფიზიოთერაპევტი, მიხეილ სურამელაშვილი საუბრობს.

როგორც იცით, დღევანდელი პერიოდიდან გამომდინარე ძალიან გახშირდა სქოლიოზი, ანუ ხერხემლის გამრუდება, მას ახასიათებს 4 ხარისხის სტადია. მე ყველა მშობელს ვურჩევ, გადამოწმების მიზნით მიმართონ ექიმს, რათა გაირკვეს რამდენადა შორს არის წასული პროცესი.

შემდეგი ეტაპია რენტგენოლოგიური გამოკვლევა, დადასტურების შემთხვევაში, შედგება მკურნალობის გეგმა, ვარჯიშები და თუკი რთული შემთხვევაა, ვნიშნავთ კორსეტს. კორსეტის ტარება უნდა იყოს აუცილებლად დანიშნული ექიმის მიერ. ერთ-ერთი კორსეტი, რომელსაც ხშირად ვიყენებთ, არის პლასტმასის, რომელიც უნდა გამოვიყენოთ ხერხემლის გამრუდების მე-4 სტადიაზე. მისი ტარება ხდება მთელი დღის განმავლობაში. არსებობს მეორე სახის კორსეტი, რომელიც ემსახურება მხრებში გამართვას, მისი დროებით გამოყენება შესაძლებელია. თუმცა ყველაზე კარგი დამცავი ჩვენი კუნთებია,რომელთა გაძლიერებაც საუკეთესო ხერხემლის ფარია. რეაბილიტაციის პერიოდში ძალიან კარგია ვარჯიშები და ასევე შეგვიძლია ჩავრთოთ ცურვაც,რაც კომბინაციაში საუკეთესო შედეგს იძლევა.

პანდემია ყველას ცუდად შეგვეხო, არ გვქონდა საშუალება ფიზიკური აქტივობების. უმოძრაობა იწვევს სხვადასხვა პრობლემებს, მაგალითად, დისკოპათიებს, მალთა შორის თიაქარს. მცირე ტკივილის დროს აუცილებლად უნდა მივმართოთ პროფესიონალს.

ჩვენთან, კლინიკაში არაერთი პაციენტი გვყოლია, რომლებსაც გაკეთებული აქვთ სხვადასხვა ტიპის ოპერაცია, – მენჯ-ბარძაყის ენდო პროთეზირება, მენისკი, ასევე ხერხემლის პრობლემები და შესანიშნავი შედეგებისთვის მიგვიღწევია. მნიშვნელოვანია დროულად დაიგეგმოს ფიზიოთერაპია.

რჩევის სახით გეტყვით, რომ როდესაც მჯდომარე გრაფიკი გაქვთ, სასურველია ყოველ საათში ერთხელ წამოვდგეთ და გავაკეთოთ გაწელვები, სახსრების გახსნა,ასევე სკამის საზურგე უნდა იყოს მყარი, ეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ხერხემლის პრობლემის თავიდან ასაცილებლად, უნდა ვისხდეთ სწორად. სწორი პოზიცია უმნიშვნელოვანესია. და ბოლოს, კვირაში ერთხელ ან ორჯერ ფიზიკური აქტივობა, ცურვა და ჩამოკიდება ძელზე ხერხემლისთვის ძალიან კარგია.  მოქალაქეებს ვთავაზობ უფასო კონსულტაციას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

მსგავსი თემები
ვიდეო: ლევან ანდრონიკაშვილი: „10-15 წლის წინ უკვე ვიცოდით, რომ ორსულობის მოშლის დროს ან მამაკაცი იყენებდა მარიხუანას, ან ქალი… მინახავს ხალხი, რომელმაც ერთხელ მოწია და იმის შემდეგ შფოთვებსა და პანიკებშია…“