მადრიდის „რეალისა“ და „ბარსელონას“ ამხანაგური მატჩის ბილეთები 42 ათასი ევრო ღირს.
ესპანური გრანდები დიდი ფულის შოვნას აშშ-ში აპირებენ.
ორი საუკეთესო გუნდის შეხვედრა ზაფხულში მაიამიში, „ჰარდ როკ სტედიუმზე“ შედგება საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ფარგლებში. თამაში 29 ივლისს დაიგეგმა.
ოფიციალურად ბილეთები გაყიდვაში არ ჩაშვებულა, თუმცა რაღაც საიტებზე წინასწარ დაჯავშნა უკვე შეიძლება. მინიმალური ფასი 596 ევროა, მაქსიმალური – 42 ათასი.
„ჰარდ როკ სტედიუმი“ ის არენაა, სადაც ყოველწლიურად სუპერბოული იმართება.