LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეალის კარტინგი: სამეფო კლუბისა და აუდის პრომო-აქცია

145

მადრიდის “რეალმა” და ავტომობილების მწარმოებელმა გერმანულმა კომპანია Audi-მ სასპონსორო თანამშრომლობა პრომო-აქციით აღნიშნეს. ღონისძიების ფარგლებში, “სამეფო კლუბის” ფეხბურთელები ერთმანეთს კარტინგში შეეჯიბრნენ.

რბოლის პირველ ეტაპზე “რეალის” მოთამაშეებს სამი წრის გავლა მოუწიათ, რომლის შედეგების მიხედვით 12 საუკეთესო ფინალში გავიდა, იქ კი პირველობა არავის დაუთმო მადრიდელთა კაპიტანმა სერხიო რამოსმა. მეორე ადგილი ნაჩოს ხვდა წილად, ხოლო ყველაზე ცუდი შედეგები მოდრიჩმა, ვასკესმა, კარვახალმა და ისკომ აჩვენეს. რბოლაში, ტრავმების რისკის გამო, მონაწილეობა არ მიუღიათ გუნდის ლიდერებს – კრიშტიანო რონალდოს, გარეთ ბეილს და ქარიმ ბენზემას.

ღონისძიებაზე “რეალის” ფეხბურთელებს და მწვრთნელს Audi-ს ახალი ავტომობილებიც გადაეცათ.

 

toni-kroos

3a14ea0500000578-0-image-a-29_1478345430514

129890273

20140730120640-1014-1024x768-web

james

nintchdbpict000280177843

nintchdbpict000280177852

nintchdbpict000280177875

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g