მადრიდის „რეალმა“ 750.9 მლნ ევრო გამოიმუშავა და ევროპული კლუბების რეიტინგს სათავეში ჩაუდგა.
ანალიტიკურმა კომპანია Deloitte-მა წარმოადგინა ევროპული კლუბების შემოსავლების ანგარიში 2017/18 წლების სეზონების მიხედვით.
რეიტინგში პირველი „სამეფო კლუბია“, რომელმაც საძულველ „ბარსელონას“ გაუსწრო (690,4 მლნ), ასევე „მანჩესტერ იუნაიტედს“ (666 მლნ). ინგლისური გრანდი პირველი ადგილიდან დაეშვა მესამეზე.
ტოპ 10-ში ექვსი გუნდი პრემიერლიგას წარმოადგენს. „იუნაიტედის“ გარდა, ესენია: „სიტი“, „ლივერპული“, „ჩელსი“, „ტოტენჰემი“ და „არსენალი“. ათეულში ასევე შევიდნენ „ბაიერნი“ (მე-4 ადგილი) და პსჟ (მე-6).
–
ბარემ იტალიაში გადავინაცვლოთ და იქაური კლუბების ფული დავითვალოთ.
„მილანის“ შემოსავლები ბოლო 10 წელიწადში 2%-ით გაიზარდა, „ნაპოლის“ – 128%-ით, ხოლო „იუვენტუსის“ – 140%-ით.
2008-დან 2018 წლამდე „მილანის“ შემოსავლები 209.5 მლნ ევროდან 213.7 მლნ-მდე გაიზარდა.
შედარებისთვის, „ინტერმა“ ამავე პერიოდში 66.7%-ით გაზარდა შემოსავლები – 172.9 მლნ-დან 288.2 მლნ ევრომდე.
„რომას“ შემოსავლები ათწლეულში დაახლოებით 80 მილიონით გაიზარდა (+43%), 175,4-დან 250,8 მლნ-მდე.
შესამჩნევი ზრდა აქვს „ნაპოლის“, რომლის შემოსავლები 80 მლნ-დან (2008 წ) 182.8 მლნ-მდე გაიზარდა (+128%).
„იუვენტუსი“ – 140% – 167,5 მლნ-დან (2008) 402.3 მლნ-მდე (+140%).