LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რეალური შანსი გვაქვს, ყველასთან შეიძლება თამაშიც, მოგებაც და წარმატების მიღწევაც“ – კალაძე საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობაზე

163
კახა კალაძე

„მეც უბედნიერესი ადამიანი ვარ თქვენთან ერთად და მიხარია, რომ ჩვენი ნაკრები ზაფხულში გერმანიაში გაემგზავრება და ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ფეისბუკის პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს განაცხადა.

საბა ბუაძე: „ვულოცავ კახა კალაძეს, მიუხედავად იმისა, როგორია ჩემი შეფასება მასზე, როგორც მერზე, ის იყო და არის ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეულად მაგარი ფეხბურთელი.. მადლობა ნაკრებს, ყველას, ვინც ეს ისტორიული დღე გახადა შესაძლებელი“

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე რეალური შანსი აქვს:

„ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს ჩვენი ეროვნული ნაკრების გამარჯვებას.

რა თქმა უნდა, ვემზადებით იმისთვის, რომ არა მხოლოდ მონაწილეობა მივიღოთ, არამედ კარგი თამაში ვაჩვენოთ და კარგი შედეგი დავდოთ – რეალური შანსი გვაქვს, არც ერთი გუნდი არ არის ისეთი, რომელთან თამაშიც არ შეიძლება, ყველასთან შეიძლება თამაშიც, მოგებაც და წარმატების მიღწევაც“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კალაძე: „დღეს ვარ უბედნიერესი ისე, როგორც არასდროს.. სამწუხაროდ, მე არ მომეცა შესაძლებლობა, ევროპის ჩემპიონატზე მეთამაშა“

🔴

Posted by Kakha Kaladze კახა კალაძე on პარასკევი, 29 მარტი, 2024

შეგახსენებთ, გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სამ მატჩს გამართავს. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 18 ივნისს, თურქერთის ნაკრებთან გამართავს, 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, 26 ივნისს კი პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.

ვიდეო: „ყველას, ვინც გერმანიაში სასტუმროს ვერ იშოვის, ჩემთან, სახლში ვეპატიჟები“ – ბუდუ ზივზივაძე

ვიდეო: „მე ვარ საქართველო!“ – კახა კალაძის და ანუკი არეშიძის ემოციები ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები