LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბა ბუაძე: „ვულოცავ კახა კალაძეს, მიუხედავად იმისა, როგორია ჩემი შეფასება მასზე, როგორც მერზე, ის იყო და არის ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეულად მაგარი ფეხბურთელი.. მადლობა ნაკრებს, ყველას, ვინც ეს ისტორიული დღე გახადა შესაძლებელი“

223
საბა ბუაძე

„კიდევ ერთხელ მადლობა ნაკრებს, მწვრთნელებს. ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს ისტორიული დღე გახადა შესაძლებელი. ეს იყო ჩვენი ქვეყნის ერთიანობის გულწრფელი დღესასწაული“, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა საბა ბუაძემ, საკრებულოს სხდომაზე, საქართველო-საბერძნეთის ფინალურ მატჩზე საუბრის დროს განაცხადა.

საბა ბუაძემ გამარჯვება ყოფილ ფეხბურთელს, დედაქალაქის მერს კახა კალაძესაც მიულოცა და აღნიშნა, რომ „ის იყო და არის ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეულად მაგარი ფეხბურთელი“.

კალაძე: „დღეს ვარ უბედნიერესი ისე, როგორც არასდროს.. სამწუხაროდ, მე არ მომეცა შესაძლებლობა, ევროპის ჩემპიონატზე მეთამაშა“

„კიდევ ერთი მაგალითი, როგორ გვჭირდება გამარჯვებები და რამხელა ერთიანობის მოტანა შეუძლია ამ გამარჯვებებს. მინდა მივულოცო კახა კალაძეს, მიუხედავად იმისა, როგორია ჩემი შეფასება მასზე, როგორც ქალაქის მერზე, ის იყო და არის ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეულად მაგარი ფეხბურთელი.

დარწმუნებული ვარ, მასაც და ჩვენი ფეხბურთის სხვა ვეტერანებს განსაკუთრებით გაუხარდათ ეს გამარჯვება“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

ვიდეო: „მე ვარ საქართველო!“ – კახა კალაძის და ანუკი არეშიძის ემოციები ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ

პოპულალურები