LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რეჟიმი, რომელიც სულ საუბრობს აბსტრაქტულ მშვიდობაზე, ომს უცხადებს თავის საზოგადოებას“ – რატი ამაღლობელი

124
2025-02-24_23-06-14_579665

რეჟიმი, რომელიც სულ საუბრობს აბსტრაქტულ მშვიდობაზე, ომს უცხადებს თავის საზოგადოებას, – აღნიშნულის შესახებ პოეტმა, რატი ამაღლობელმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, არ დარჩენილა სფერო, რომელიც მათ ფეხქვეშ არ გათელეს.

„რეჟიმი, რომელიც სულ საუბრობს აბსტრაქტულ მშვიდობაზე, ომს უცხადებს თავის საზოგადოებას, ახალგაზრდებს, მოხუცებულებს. განსაკუთრებით ერჩის ახალგაზრდებს. ეს ბუნებრივია, რადგან რეჟიმი ბებერია. რუსეთი, როგორც წესი, თებერვალში აქტიურდება ოკუპაციის მიზნით. უკრაინაში ერთი დღე ააცილა საქართველოს ოკუპაციას. ერთი დღით ადრე დაიწყო.

არ დარჩენილა სფერო, რომელიც მათ ფეხქვეშ არ გათელეს. ადამიანად იბადები, მაგრამ ყოველ დღე უნდა გახდე მოქალაქე. შენ ყოველ დღე უნდა დაამტკიცო შენი მოქმედებით, რომ ადამიანი ხარ. ჩვენ აქეთ მხარეს ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც არ უშინდებიან ცემას…”, – განაცხადა რატი ამაღლობელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g