LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რეჟიმის მძევლებს ჩვენი იმედი აქვთ – ვინც გარეთ ვართ, შევხვდებით ხვალ რუსთაველზე“ – ნიკა მელია

166
ნიკა მელია

რეჟიმის მძევლებს ჩვენი იმედი აქვთ – ვინც გარეთ ვართ, შევხვდებით ხვალ რუსთაველზე, – აღნიშნულის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

„პროტესტის გული რუსთაველზე ფეთქავს. რუსთაველია დღეს აჯანყებული ხალხის სისხლის მიმოქცევის მთავარი ორგანო ამ ქვეყანაში.

რუსთაველზე პროტესტის შენელება/შეჩერება ნიშნავს პროტესტის ჩაქრობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

უნდა ვიდგეთ ყოველ საღამოს. რეჟიმის მძევლებს ჩვენი იმედი აქვთ – ვინც გარეთ ვართ.
ყოველდღე უნდა დავდგეთ ერთად და ვიბრძოლოთ რეჟიმის ტყვეობიდან ქვეყნისა და მათ დასახსნელად.

შევხვდებით ხვალ რუსთაველზე!“, – წერს ნიკა მელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g