პოპულარული ქართველი რეჟისორი გია კაჭარავა ახალ ფილმზე მუშაობს. ფილმის თემა კი მამა გაბრიელის ცხოვრება იქნება.
მხატვრული ფილმის სახელწოდებაა „ბრძოლა – მამა გაბრიელი“.
ფილმში მოქმედება ვითარდება 1960-იან წლებში და ჩანს, რა გზა გაიარა გოდერძი ურგებაძემ (მამა გაბრიელი) ერისკაცობაში და რამდენი ბარიერი შეხვდა სალოსობისკენ მიმავალ გზაზე.
მთავარ როლს ზურაბ ავსაჯანიშვილი ასრულებს.
ფილმში ასევე მონაწილეობენ: გიორგი ცაავა ,ვახო ნოზაძე, ბესო ზანგური, დათო დვალიშვილი, ნინო ლეჟავა, დათო დარჩია, გივი სიხარულიძე, ნოდარ ხუციშვილი.
